ყაზახეთი 400 მილიარდი დოლარის უცხოური ინვესტიციების მოზიდვას აპირებს

ინვესტიცია, ინვესტირება, ყაზახეთი

ყაზახეთის მთავრობის მიერ გატარებული პროაქტიული მაკროეკონომიკური პოლიტიკა, მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტიციების შემოდინებას.

ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა და ეროვნული ეკონომიკის მინისტრმა, სერიკ ჟუმანგარინმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ ყაზახეთის ეკონომიკა ამჟამად მშპ-ს 16-17%-ის ოდენობის ინვესტიციებს იზიდავს.

„ჩვენ 23-24%-ის მოზიდვა გვჭირდება“, – თქვა მან. „ციფრებში რომ ვთქვათ, 2029 წლისთვის, თუ არაფერს შევცვლით, დაახლოებით 280 მილიარდი დოლარის ინვესტიციას მოვიზიდავთ, ჩვენ კი და 400 მილიარდი დოლარი გვჭირდება. პროაქტიული მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ „ბაიტერეკის“ მეშვეობით ვახორციელებთ, რომელიც მოიცავს საკუთრების ყველა ფორმას – მეორეხარისხოვან ბანკებს, კერძო ინვესტიციებს და ა.შ. – საშუალებას მოგვცემს, დამატებით მოვიზიდოთ საჭირო 120 მილიარდი დოლარიც. და ეს დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აუცილებლობაა“, – თქვა ჟუმანგარინმა.

ჩვენ (Kazinform) ადრე ვწერდით „საინვესტიციო შეკვეთის“ პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტული ეკონომიკური სფეროებისთვის პროექტების ფონდის ფორმირების შესახებ.

„საინვესტიციო შეკვეთა“ არის ახალი სამთავრობო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო საწარმოების და მსხვილი ბიზნესის საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერას, რათა წარმოიქმნას მოთხოვნადი და მაღალი იმპორტის მქონე საქონელი.

ეს პროგრამები, ძირითადად, ფოკუსირებულია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებსა და სამომხმარებლო საქონელზე წარმოების ინდუსტრიაზე.

მთავრობა განსაზღვრავს პერსპექტიულ ნიშებს, რომლებსაც აქვთ იმპორტის ჩანაცვლებისა და ექსპორტის წარმოების მაღალი პოტენციალი, ხოლო რეგიონები განსაზღვრავენ კონკრეტულ პროექტებსა და ბიზნესებს, რომლებსაც შეუძლიათ მათი განხორციელება. პროექტის ეფექტურობა გაანალიზდება და დაფინანსდება Baiterek-ის ჰოლდინგური კომპანიის ინსტრუმენტებისა და მექანიზმების მეშვეობით.

* Baiterek ეროვნული მმართველი ჰოლდინგი, ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის ძირითადი ინსტიტუტია, რომელიც აკმაყოფილებს კორპორაციული მმართველობის სტანდარტებს და უზრუნველყოფს ყაზახეთის ეკონომიკის მდგრადი განვითარების ამოცანების შესრულებას დივერსიფიკაციის, ინოვაციების მხარდაჭერის, ექსპორტის განვითარებისა და შრომის პროდუქტიულობის გაზრდის გზით.

წყარო: Kazinform

თქვენი რეკლამა