
ეგვიპტური ბროწეულის სხვადასხვა ჯიშებს შორის ფასთა სხვაობა, მომხმარებელთა ინფორმირებულობის მაღალი დონის გამო იზრდება.
ბულგარული ახალი ბოსტნეულის სავაჭრო კომპანია Triland-ის აღმასრულებელი დირექტორის, მარია დერმენჯიევას თქმით, 2025 წლის ეგვიპტური სეზონი „ჯიშთა ომს“ ჰგავს. „რამდენიმე წლის წინ, Baladi-ს ჯიშის ბროწეული Wonderful-ის სახელით გაჰქონდათ ექსპორტზე. თუმცა, სხვადასხვა ჯიშის შესახებ მომხმარებელთა ინფორმირებულობამ და ექსპორტის დადასტურების საჭიროებამ ეს დამოკიდებულება შეცვალა. შედეგად, ამ სეზონზე Baladi-სა და Wonderful-ის ჯიშებს შორის ფასთა სხვაობა საკმაოდ მნიშვნელოვანია“, – განმარტავს მარია.
სეზონის დაწყება ოდნავ გადაიდო, თუმცა, FreshPlaza წერს, რომ ოქტომბრის პირველ კვირაში ყველაფერი თავის ადგილზე უნდა დაბრუნდეს.
ჯიშებს შორის განსხვავებების გარდა, ხილი ჩვეულებრივზე გვიან მწიფდება, რაც შეფუთვას და ექსპორტს აგვიანებს, რომელიც სრული ძალით ოქტომბრის პირველი კვირიდან დაიწყება.
მარია დერმენჯიევა სიტუაციაზე კომენტარს აკეთებს: „როგორც ნებისმიერ სეზონზე, ჩვენ წინასწარ ვყიდულობთ ბროწეულს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისთვის, რათა იანვრის შუა რიცხვებამდე უზრუნველვყოთ მიწოდება. ამ სეზონზე მოცულობები, როგორც ჩანს, ნორმალურია, საშუალო და პატარა ზომებით და პიკური წონით დაახლოებით 400 გრამი ცალი. ხარისხი მნიშვნელოვნად განსხვავდება ბაღებისა და რეგიონის მიხედვით, რაც ოქტომბერში ექსპორტირებული ახალი ხილისთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა, შესანახად, ჩვენ მხოლოდ მაღალი ხარისხის ბროწეულს ვირჩევთ, რომელსაც უფრო ხანგრძლივი შენახვის ვადა ექნება“.
ეგვიპტური ბროწეულის ფასის ზრდის მიუხედავად, დერმენჯიევა მიიჩნევს, რომ ეს პროდუქტი რეგიონში კონკურენტებთან შედარებით მაინც უფრო იაფია: „სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მოთხოვნა სტაბილურია, მაგრამ ბაზრები მზად არ არიან შეეგუონ იმ ფაქტს, რომ ეგვიპტური ბროწეული აღარ არის ძალიან იაფი. უკეთესი ხარისხი უფრო მაღალ ფასს გულისხმობს. თუმცა, ამის გათვალისწინებითაც კი, ეგვიპტური პროდუქცია უფრო იაფია, ვიდრე ესპანეთისა და თურქეთის პროდუქცია, რაც საშუალებას გვაძლევს, ასევე, ბევრი ევროპული ბაზარიც გამოვიყენოთ. საერთო ჯამში, ეგვიპტური ბროწეული გლობალურ ხილის რუკაზე უფრო სტაბილურ პოზიციას იკავებს“.
„ჩვენ გვჯერა, რომ ფასები მომდევნო ორი კვირის განმავლობაში დასტაბილურდება. ხარისხის მხრივაც უფრო ნათელი გახდება სიტუაცია. თუმცა, სწორედ ახლა დადებული გარიგებები უზრუნველყოფს გაყიდვების მაღალ დონეს მომდევნო თვეებში, რადგან თითოეული შენაძენი სიტუაციურია და დაგეგმილზე გაცილებით მაღალ ფასს გულისხმობს“, – ასკვნის დერმენჯიევა.
წყარო: freshplaza.com