ინდონეზია პალმის ზეთის ახალ გიგანტს ქმნის

ზეთის, პალმის, პლანტაციები

ინდონეზიამ Agrinas Palma Nusantara-ს ჩამორთმეული ზეთის პალმის პლანტაციების თითქმის 400 000 ჰექტარი გადასცა, რითაც ახალ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კომპანიას უზარმაზარი მიწის ბანკი შესძინა, რასაც ის შეუძლია მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს პალმის ზეთის მწარმოებელად აქციოს.

„როიტერის“ ცნობით, პლანტაციები მთავრობის სატყეო სამუშაო ჯგუფმა ჩამოართვა იმ კომპანიებს, რომლებიც ქვეყნის კანონებს არღვევენ. მათი რაოდენობა 230-ზე მეტია, თუმცა მთავრობა მათ სახელებს არ ამხელს.

„Agrinas“ პალმის ზეთის სწრაფად მზარდი ახალი კომპანიაა, რომელიც იანვარში პრეზიდენტ პრაბოვო სუბიანტოს ადმინისტრაციამ ინფრასტრუქტურული მომსახურების ფირმის რესტრუქტურიზაციის გზით შექმნა.

მარტის მონაცემებით, „Agrinas“ დაახლოებით 221 000 ჰექტარს მართავდა. დანარჩენი პლანტაციები ფირმას სატყეო სამუშაო ჯგუფმა გადასცა. ახალი დანამატით, „აგრინასის“ მართვის ქვეშ მყოფი მთლიანი ფართობი 833 000 ჰექტარზე მეტს მიაღწევს.

კომპანიის ამჟამინდელი წარმოების დონე დღიურად 6000 ტონა პალმის ზეთია.

თავდაცვის მინისტრმა, შაფრი შამსოედინმა, რომელიც სატყეო სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით, კომპანიებს, ტყიან ადგილებში 2 მილიონ ჰექტარზე მეტი უკანონო პლანტაცია ჩამოართვა. მისი თქმით, სამუშაო ჯგუფი აგვისტომდე, მთლიანობაში  3 მილიონ ჰექტრამდე ასვლას ისახავს მიზნად. ეს ფართობები ზეთის პალმის და სხვა პლანტაციებისთვის იქნება შენახული ან ტყეების აღდგენას მოხმარდება.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდონეზიური პალმის ზეთის ექსპორტი შეერთებულ შტატებში შესაძლოა შემცირდეს ინდონეზიურ საქონელზე აშშ-ის მიერ 32%-იანი ტარიფის დაწესების საფრთხის გამო.

თქვენი რეკლამა