გასულ კვირას, კოკა-კოლამ (Coca-Cola) სპორტული სასმელების კატეგორიაში, Honest Sport-ის ორგანული სასმელების ხაზი დაანონსა.
კოკა-კოლას უკვე ჰქონდა ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი, სპორტული სასმელების ბაზარზე Powerade, მაგრამ ახალი ხაზი Honest Sport ბრენდ Honest Tea – ს ფარგლებში, რომელიც კომპანიამ 2011 წელს შეიძინა, დააკმაყოფილებს ბაზრის ახალ მოთხოვნილებას – ორგანული სპორტული სასმელი.
დამატებით Honest Tea – ს შესახებ, შეიძლება ისიც ითქვას, რომ ბრენდს აქვს ბავშვთა წვენების ხაზი – ნულოვანი კალორიულობით.
სპორტული სასმელები, ენერგეტიკული კოკტეილები და სხვა მსგავსი პროდუქტები გახდა მსხვილი კომპანიების, მძაფრი კონკურენციის ახალი მიმართულება.
Mintel – მა 2016 წელს, სპორტული კვება ერთ-ერთ ძირითად ტენდეციად დაასახელა სასმელებისა და პროდუქტების ინდუსტრიაში.
2017 წლისთვის, მეორე გიგანტს პეპსის (PepsiCo) გადაწყვეტილი აქვს, ორგანული ხაზის Gatorade – ს გაშვება.