სან-ფრანცისკოში საქალაქო ფერმის ფუნქციებით სკოლა შენდება. აქ მოსწავლეები პირველივე დღიდან, მონაწილეობენ ბოსტნის გაკეთებაში და საკუთარი თავის ჯანსაღი პროდუქტების უზრუნველყოფას სწავლობენ.
ესე გაიზრდება ქალაქის მოსახლეობის თაობა, რომელსაც შეეძლება პროდუქტის მოყვანა და გარემოზე ზრუნვა.
ინოვაციურო სკოლა – ფერმაში, ბავშვებს ასწავლიან, სკოლამდელი ასაკიდან 8 კლასის ჩათვლით.
არქიტექტორემა გამოამზეურეს პროექტის ნახაზები და გეგმა. სკოლა შენდება მიტოვებული ავტოსადგომის ადგილზე, ეს იქნება შესანიშნავი სივრცე: სასწავლო, სამეურნეო და ლაბორატორიული ნაწილით.
ეს ცოცხალი კომპლექსი, სრულად ჩაეწერება ადგილობრივ ლანდშაფტში.
შენობაში „დასახლდება“ სკოლაც Golden Bridges, რომელიც უკვე რამოდენიმე წელია ამ ფორმატით (სკოლა – ფერმა) მუშაობს, საბავშვო ბაღელების და და 1-2 კლასელებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ სკოლა კერძოა, ის იმუშავებს სოციალური სამართლიანობის პრინციპით – გადაიხადე იმდენი, რამდენიც შეგიძლია.
ამგვარად, ბავშვები მოსახლეობის სხვადასხვა ფენიდან ერთ სივრცეში ისწავლიან.