
ბრაზილიელმა ფერმერმა რიკარდო ბასომ, ქალაქ ლუის ედუარდო მაგალიაესიდან, სოიას მოსავლის აღების ახალი რეკორდი დაამყარა.
New Holland CR 10.90 IntelliSense-ის ორიგინალური კონფიგურაციით, ბასომ რვა საათში 131 ჰექტარზე 481.2 ტონა სოიას მოსავალი აიღო, რითაც სოიას მოსავლის აღების ახალი რეკორდი დაამყარა.
ფერმერმა 131 ჰექტარი ფართობი საშუალოდ 11.1 კმ/სთ სიჩქარით გაიარა. ეს მაჩვენებელი დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ RankBrasil-მა დაადასტურა.
წინა რეკორდი 2017 წლით თარიღდება, როდესაც რვა საათში 439.7 ტონა სოიას მოსავალი აიღეს, წინა რეკორდიც ასევე ბრაზილიაში დამყარდა, თუმცა New Holland CR 8.90-ით.
წყარო: agrartechnik.ch