
ჩინეთი აქტიურად გააფართოვებს ენერგორესურსების, მინერალებისა და მაღალი ხარისხის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების იმპორტს ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, იუწყება EastFruit.
ასევე იგეგმება ვაჭრობის ახალი ბიზნეს-ფორმების განვითარება, როგორიცაა მომსახურებით ვაჭრობა და საზღვრისპირა ელექტრონული კომერცია. ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰე იადონგმა განაცხადა ასტანაში ჩინეთ-ცენტრალური აზიის მეორე სამიტის შედეგების კომენტირებისას.
ჰე იადონგმა აღნიშნა, რომ სამიტის დროს სამინისტრომ ხელი მოაწერა სამ დოკუმენტს ცენტრალური აზიის ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების, შეუფერხებელი ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და „მწვანე“ მინერალური ნედლეულის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.
ასევე დაიდო ხუთი ორმხრივი დოკუმენტი ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ელექტრონული კომერციისა და ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში.
გარდა ამისა, გაიზრდება ცენტრალური აზიის ქვეყნების გავლით ჩინეთ-ევროპის სატვირთო მატარებლების რაოდენობა და სასაზღვრო გამშვები პუნქტების გამტარუნარიანობა მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობისა და უწყვეტობის უზრუნველსაყოფად.
ჩინეთი, ყაზახეთთან და ტაჯიკეთთან ხელმოწერილი საინვესტიციო შეთანხმებების ახალ ვერსიების განახორციელებას დაიწყებს და დააჩქარებს ყირგიზეთთან მომსახურებით ვაჭრობისა და ინვესტიციების შესახებ შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს, აღნიშნა ჰე იადონგმა.