არგენტინელმა მეცნიერებმა მსხლის შენახვის ვადა გაახანგრძლივეს

მსხალი, შენახვა

არგენტინელმა მკვლევარებმა გამოსცადეს ახალი შეფუთვის სისტემა, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად შეანელოს უილიამსის ჯიშის მსხლის დამწიფება და შეამციროს დანაკარგები მიწოდების გრძელ ჯაჭვებში.

ინოვაციური პაკეტების გამოყენებამ, რომლებიც პირდაპირ შეფუთვაში გამოყოფენ 1-MCP-ს (1-მეთილციკლოპროპენს), აჩვენა ეთილენის წარმოების მნიშვნელოვანი შემცირება, რომელიც პასუხისმგებელია ნაყოფის დარბილებასა და გაყვითლებაზე. ტესტებმა აჩვენა, რომ ამ გზით შეფუთული მსხალი უფრო ნელა მწიფდებოდა, უფრო მკვრივი რჩებოდა და უფრო დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა მწვანე ფერს.

ამის შესახებ ინფორმაციას FreshPlaza, არგენტინაში IDC Patagonia-ს მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

MCPBag სისტემას შეფუთვაში შეჰყავს დაფარული ზედაპირი, რომელიც 24 საათის განმავლობაში თანდათანობით გამოყოფს 1-MCP-ს, თრგუნავს რა ეთილენთან რეაქციას. Vidre+ ტექნოლოგიის გამოყენება ასევე შესაძლებელია ყუთებზე, კონტეინერებზე ან პარკებზე დამაგრებული იაფი სტიკერის ან ეტიკეტის გამოყენებით, რაც ჰერმეტული ოთახების გამოყენებისა და დამატებითი კაპიტალდაბანდების გარეშე, 1-MCP-ის შეყვანის საშუალებას იძლევა.

კვლევები შედეგებმა აჩვენა, რომ მსხლის შენახვის ვადა ხანმოკლე შენახვის შემდეგ 8 დღით, ხოლო ხანგრძლივი შენახვის შემდეგ 4-5 დღით გაიზარდა სტანდარტულ შეფუთვასთან შედარებით. მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ Vidre+ ტექნოლოგიით MCPBag-ში მსხლის შეფუთვა დამწიფების პროცესს ანელებს სტანდარტულ პარკეტებთან შედარებით.

კვლევა ჩაატარეს IDC Patagonia-ს წარმომადგენელმა ლ. ვიტამ, ნ. გონსალესმა და პ. რებოლედომ Wassington Agro SACIFEI-ს წარმომადგენელთან თანამშრომლობით. ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს დასკვნები წინასწარია, ეფუძნება ერთ კვლევას და მათ დასადასტურებლად და გასავრცელებლად საჭიროა შემდგომი ტესტირება.

როგორ დავრგოთ მსხალი, მსხლის ბაღის გაშენება და მოვლა

თქვენი რეკლამა