2026 წლის თებერვალში საქართველოდან ექსპორტირებულია 38 მლნ აშშ დოლარის ალკოჰოლური სასმელები, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22%-ით მეტია (6 მლნ აშშ დოლარი).
მათ შორის, ექსპორტირებულია 20 მლნ აშშ დოლარის 6.5 მლნ ლიტრი ღვინო, რომლის ღირებულება 23%-ით, რაოდენობა კი 21%-ით გაიზარდა.
მიმდინარე წლის თებერვალში სპირტიანი სასმელების საშუალო საექსპორტო ფასი 15%-ით, ხოლო ღვინის 2%-ით გაიზარდა.
სპირტიანი სასმელების ძირითადი საექსპორტო ბაზრებია რუსეთი, სომხეთი, უკრაინა, ევროკავშირი, ბელარუსი, აზერბაიჯანი, ხოლო ღვინის – რუსეთი, ევროკავშირი, უკრაინა, ჩინეთი, აშშ, ყაზახეთი, ბელარუსი და სხვა.
ღვინის დაყენება შინაურ პირობებში, ყურძნის დაკრეფიდან – მარნამდე

