
მე-4 წელია, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანია „აგროსფერო“ აგრარული უნივერსიტეტის პარტნიორია და ცდილობს სტუდენტებს მხარი სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივით დაუჭიროს. მათ შორის აღსანიშნავია „აგროპროექტი“ – აგრარული უნივერსიტეტის პრაქტიკული საგანი, რომლისთვისაც კომპანია სტუდენტებს საჭირო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციითა და ხელსაწყოებით უზრუნველყოფს.
„აგროპროექტის“ მიზანია, სტუდენტებმა თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გადმოიტანონ და უნივერსიტეტის სადემონსტრაციო ნაკვეთებში თავადვე, დამოუკიდებლად გაზარდონ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურა. კულტურების გაზრდისთვის საჭირო ინოვაციურ პროდუქციას „აგროსფერო“ უნივერსიტეტს სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს. მათ შორისაა BAYER-ის მცენარეთა დაცვის საშუალებები, YARA-ს მინერალური სასუქები და Nunhems-ის ბოსტნეულისა და ბაღჩეულის სათესლე მასალა. გარდა ამისა, კომპანია „აგროპროექტს“ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ინვენტარითა და სხვა საჭირო პროდუქტებითაც ამარაგებს.
„აგროსფეროს“ ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ახალგაზრდების მხარდაჭერაა. სწორედ ამიტომ ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი საგანმანათლებლო ინიციატივის განხორციელებაში მივიღოთ მონაწილეობა ან თავად შევთავაზოთ სტუდენტებს განვითარების ახალი შესაძლებლობები.
ვფიქრობთ, ამ მხრივ„აგროპროექტი“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივაა. ის სტუდენტებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებასა და თავიანთი ცოდნის შეფასებაში ეხმარებათ. მასში მონაწილეობის მიღება სადიპლომო ნაშრომზე მუშაობას უტოლდება. ამიტომ ამ პროექტის მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, – ამბობს „აგროსფეროს“ HR ჯენერალისტი, თაკო ბარვენაშვილი.
„აგროპროექტში“ მონაწილე სტუდენტებმა წლევანდელი შედეგები უკვე წარადგინეს. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდათ შეეფასებინათ მათ მიერ მოყვანილი სხვადასხვა კულტურა და მათგან დამზადებული საკვები. პრეზენტაციაზე სტუდენტებმა ასევე ისაუბრეს საგნის მიმდინარეობისას გაკეთებულ აღმოჩენებსა და წარმოქმნილ გამოწვევებზე.
„აგროსფერო“, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, კვლავაც გაუწევს პარტნიორობას აგრარულ უნივერსიტეტსა და მაქსიმალურად შეეცდება ხელი შეუწყოს სტუდენტების ზრდა-განვითარებას. ვფიქრობთ, ჩვენი ეს მცდელობები საბოლოოდ სასიკეთო შედეგებს გამოიღებს და სასოფლო-სამეურნეო დარგს პროფესიონალი კადრებით გაამდიდრებს“, – გვითხრა თაკო ბარვენაშვილმა.