25-27 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

ამინდი

25-26 ნოემბერს საქართველოს უმეტეს რაიონებში გამოიდარებს და დათბება, ხოლო 27 ნოემბერს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ქ. თბილისში 25-26 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 26 ნოემბერს ჰაერი +17, +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო 27 ნოემბერს იწვიმებს, დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსამდე დაიკლებს.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 25-26 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა +20, +22 გრადუსამდე მოიმატებს. 27 ნოემბერს კვლავ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 25-26 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა +19, +21 გრადუსამდე მოიმატებს. 27 ნოემბერს კვლავ აცივდება და გაწვიმდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 25-26 ნოემბერს  სითბოს ფონზე ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი, დღის ტემპერატურა +15, +17 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 27 ნოემბერს კვლავ ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 25-26 ნოემბერს  შედარებით სითბოს ფონზე ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი, დღის ტემპერატურა +10, +12 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 27 ნოემბერს კვლავ ცივი და თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი):  25-26 ნოემბერს  უნალექო ამინდი იქნება, დღის ტემპერატურა +17, +19 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 27 ნოემბერს კვლავ ცივი, ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო):  25-26 ნოემბერს  უნალექო ამინდი იქნება, დღის ტემპერატურა +18, +20  გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 27 ნოემბერს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური დედოფლისწყარო): 27 ნოემბრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება. 27 ნოემბერს აცივდება და გაწვიმდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 27 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 ნოემბერს  ძლიერი თოვა და ქარბუქია მოსალოდნელი.

წყარო: გარემოს ეროვნული სააგენტო

თქვენი რეკლამა