რუმინეთში ხახვის შესანახ ობიექტებს აშენებენ

ხახვის,შენახვა, რუმინეთი

რუმინელი ფერმერები იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად, ხახვის შესანახ და საშრობ ობიექტებს აშენებენ.

რუმინული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი Argedava Novaci, რომელიც 800 ჰექტარ მიწას ამუშავებს ბუქარესტის მიმდებარე რამდენიმე რაიონში, ხახვის შესანახ და საშრობ ობიექტებში 8 მილიონი ევროს ინვესტიციას გეგმავს, რათა ისარგებლოს ფასის სხვაობით ჭარბი წარმოების პერიოდსა და გაზაფხულს შორის, როდესაც რუმინეთს ხახვი ნიდერლანდებიდან შემოაქვს.

ამის შესახებ AgroTimes-ი Romania-Insider-ზე დაყრდნობით იტყობინება.

„ამჟამად რუმინეთი ხახვის საკუთარი მოხმარების მხოლოდ 30-დან 40%-მდე აწარმოებს. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ არ გვაქვს საშრობი და შესანახი საშუალება, რადგან ამ ბოსტნეულს შესანახად რამდენიმე სავენტილაციო კამერა სჭირდება. თუმცა, ეს კამერები ძვირია“, – განმარტა იონუც ვოჩინმა, კოოპერატივის პრეზიდენტმა და Argedava Novaci-ის შემადგენლობაში შემავალი Oxigen Agro Product Company-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ბოლო მონაცემებით, რუმინეთს ყოველწლიურად 80 ათას ტონაზე მეტი ხახვი შემოაქვს მხოლოდ ნიდერლანდებიდან და ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან.

წლიური წარმოება, რომელიც აღემატება 300 ათას ტონას, არ ფარავს მოხმარების საჭიროებებს, რადგან რუმინეთში არ არის ხახვის გრძელვადიანი შენახვის საწყობები.

იხილეთ აგრეთვე: როგორ მოვიყვანოთ ხახვი

თქვენი რეკლამა