საქართველოში 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 5 521 866 ვიზიტს მიაღწია, 2024 წელთან შედარებით 8.4% ზრდა.
2025 წელი ტურიზმის ინდუსტრიისთვის რეკორდული იყო მიღებული შემოსავლების კუთხითაც – გასულ წელს მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები წლიურად 6.0%-ით გაიზარდა და 4,690.2 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა.
ასევე ზრდადი იყო შემოსავლები 2025 წლის მე-4 კვარტალში, სადაც ეს მაჩვენებელი 9.2%-ით გაიზარდა და 1,052.4 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა.
2025 წელს ვიზიტების განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან: ისრაელი (+91,444 ვიზიტი; +29.4%); აზერბაიჯანი (+72,793 ვიზიტი; +33.2%;); ჩინეთი (+39,312 ვიზიტი; +44.4%)
2025 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები: ისრაელიდან (34.3%-ით); ევროკავშირიდან და გაერთიანებული სამეფოდან (15.6%-ით), აზერბაიჯანიდან (32.5%-ით), საუდის არაბეთიდან (15.8%-ით), სომხეთიდან (7.7%-ით) და სხვა ქვეყნებიდან.
2025 წელს მოგზაურობიდან შემოსულ შემოსავლებში გამოირჩევა მიმართულებები: ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო (660.4 მლნ. აშშ. დოლარი, წილი 14.1%) თურქეთი (605.9 მლნ. აშშ. დოლარი, წილი 12.9%), ისრაელი (586.3 მლნ. აშშ. დოლარი, წილი 12.5%) და სხვ.

