წაბლი (ლათ. Castanea) სიმაღლეში იზრდება 50 მეტრამდე. საქართველოში გავრცელებულია კოლხეთში, აღმოსავლეთ საქართველოში იშვიათია (ლიხის ქედი, ბორჯომის ხეობა, კახეთის კავკასიონი).
ქმნის წაბლნარებს და შერეულ ფართოფოთლოვან ტყეებს.
წაბლნარი გავრცელებულია ზღვის დონიდან 300-1000 მ ფარგლებში.
გვხვდება იმ რაიონებში, სადაც ზამთრის ტემპერატურა 0.3°C, ზაფხულის 18-22°C ფარგლებში მერყეობს და ნალექების რაოდენობა 700 მმ აღემატება.
თაფლოვანი მცენარეა. უსისტემო ექსპლუატაციის გამო არეალი მკვეთრად შემცირდა.
შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში.“
ქოთნის ნერგის უპრატესობა მდგომარეობს იმაში რომ მისი ჩარგვა ნებისმიერ სეზონზეა შესაძლებელი დახურული ფესვთა სისტემის გამო. მცენარის მორწყვა ზაფხულის ცხელ დღეებში თითქმის ყოველდღეა საჭირო.
ფასი 5 ლარი.
საკონტაქტო ინფორმაცია
ეროვნული საშენი მეურნეობა
მისამართი: გარდაბნის რ-ნი, სოფელი სართიჭალა
(თბილისი – გომბორის გზატკეცილის 6 კმ)
ელ-ფოსტა: info@sanerge.com
საიტი (დაკლიკეთ): http://wla.gov.ge/ka/
*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან.
ისარგებლეთ მითითებული კონტაქტებით.
იხილეთ აგრეთვე: წაბლი – თესლნერგის გამოყვანა, გამრავლება, დარგვის სქემა