საქართველოს ბანკი და იოტო აგრო სექტორის მხარდაჭერისთვის გაერთიანდნენ და ბიზნესის მომხმარებლებს 40%-მდე ფასდაკლება შესთავაზეს აგრო სერვისებზე. ეს თანამშრომლობა მიზნად ისახავს ფერმერებისთვის სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდას და მათი საქმიანობის კიდევ უფრო წარმატებულ განვითარებას.
რას მოიცავს შეთავაზება?
სპეციალური ფასდაკლებით, ბიზნეს მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ აგრო სერვისები, რომელთა შორისაა:
- 20% ფასდაკლება ბაღის შეფასებისა და პროექტის განვითარების გეგმაზე.
- 40% ფასდაკლება აგრონომიულ კონსულტაციაზე.
- 10% ფასდაკლება ნიადაგის, ფოთლისა და წყლის ლაბორატორიულ კვლევა/ანალიზზე.
- 30% ფასდაკლება კაკლის, ნუშის, ზეთისხილის, ფსტის, მოცვისა და ბლის ბაღების დაპროექტებასა და ბიზნეს გეგმის შედგენაზე.
- 25% ფასდაკლება იოტო აგროს პორტფელში არსებულ პესტიციდებზე, მინერალურ და კრისტალურ სასუქებსა და ბიო პროდუქციაზე.
იოტოს და საქართველოს ბანკის თანამშრომლობა
იოტო არის წამყვანი კომპანია აგრო სექტორში, რომელიც ფერმერებს სთავაზობს ინოვაციურ პროდუქტებს და მომსახურებებს. კომპანია მუდმივად ზრუნავს ფერმერების ბიზნესის განვითარებაზე და უზრუნველყოფს მათ თანამედროვე აგროტექნოლოგიებით.
საქართველოს ბანკი თავის მხრივ ბიზნეს მომხმარებლებს სთავაზობს მათ საჭიროებებზე მორგებულ შეთავაზებებს და ხელს უწყობს სექტორის ზრდას.
იოტოს შესახებ
იოტო აგრო ემსახურება ფერმერებს, რომლებსაც აქვთ სასოფლო-სამეურნეო ბიზნესი და სთავაზობს კომპლექსურ აგრო სერვისებს. მომსახურებაში შედის:
- კაკლის, ნუშის, მოცვის, ფსტის, ზეთისხილისა და ბლის ბაღების აგრონომიული შეფასება და პროექტის განვითარების გეგმა.
- სავეგეტაციო ციკლის განმავლობაში კონსულტაციების გაწევა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, ნაიდაგის მომზადება, სხვლა-ფორმირება, სარეველების კონტროლი, მცენარეთა დაცვის პრინციპები, მოსავლის აღება და დასაწყობება, საორგანიზაციო საკითხებში ჩართულობა.
- კვლევების საფუძველზე მცენარის გამოკვების სრულყოფილი რეკომენდაციის გაცემა.
- ინვესტორებისთვის კაკლის, ნუშის, ზეთისხილის, ფსტის, მოცვისა და ბლის ბაღების ბიზნეს გეგმის შედგენა.
- იოტო აგროს პორტფელი მოიცავს მაღალი ხარისხის, მრავალფეროვან პესტიციდებსა და სასუქებს. კომპანია ფერმერებს სთავაზობს ბიოსერთიფიკატის მქონე პროდუქციასაც.
როგორ ისარგებლოთ შეთავაზებით?
სპეციალური პირობების გასაცნობად და სერვისებზე ფასდაკლების მისაღებად, გადადით ბმულზე: ბიზნეს შეთავაზება
იოტო | ნაყოფიერი აგრობიზნესისთვის https://iotoagro.ge/ | 0322 11 17 17