რა არის მცენარის ჯიში? რა არის ცხოველის ჯიში? რა შემთხვევაში რეგისტრირდება ჯიში?
ჯიში რეგისტრირდება და მოწმობა გაიცემა, თუ ის აკმაყოფილებს დაცვისუნარიანობის კრიტერიუმებს: სიახლეს, განსხვავებულობას, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობას.
ჯიში:
- ახალია, თუ განაცხადის საქპატენტში შეტანის დღისათვის ამ ჯიშის გასამრავლებელი მასალა სელექციონერის მიერ ან მისი თანხმობით არ გასხვისებულა გამოყენებისათვის;
- განსხვავებულია, თუ იგი ნათლად განირჩევა სხვა ჯიშებისაგან, რომლის არსებობაც საყოველთაოდ ცნობილია;
- ერთგვაროვანია, თუ იგი ძირითადი ნიშან-თვისებებით ერთგვაროვანია და ერთ თაობაში ძირითადი კონსტიტუციურ-ექსტერიური ნიშან-თვისებებით საკმარისად ერთნაირია;
- სტაბილურია, თუ მისი ძირითადი ნიშან-თვისებები თაობაში უცვლელი რჩება.
დაკლიკეთ დოკუმენტზე (ფოტოზე) და წაიკითხეთ