2026 წელს, აპრილი თვეში, საქართველოდან 11 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 1.1 ათასი ტონა თხილია ექსპორტირებული.
წინა წლის აპრილთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის რაოდენობა 7%-ით (70.1 ტონა), ხოლო ღირებულება 45%-ით (3.4 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.
ბოლო წლებში მზარდია როგორც ექსპორტირებული თხილის მოცულობა, ისე მისი საექსპორტო ფასი, რაც ნაჭუჭგაცლილი თხილის ექსპორტის ზრდით აიხსნება.
ქართული თხილის ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირია (იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი), სადაც 2025 წლის 1 აგვისტოდან 2026 წლის 30 აპრილის ჩათვლით ექსპორტირებულია 11.2 ათასი ტონა თხილი. ასევე, 1.3 ათასი ტონა თხილი ექსპორტირებულია სირიაში, 584 ტონა რუსეთში, 520 ტონა სომხეთში და სხვა ქვეყნებში.
თხილი – დარგვა, გამრავლება – თხილის ბაღის გაშენება

