რუკოლა, ჯანმრთელობისთვის ფასდაუდებელი მცენარე

რუკოლა, სასარგებლო, მცენარე

რუკოლა – მცენარის გვარი კომბოსტოსებრთა ოჯახიდან. ის არის ბოჭკოვანი, A, C, D, K ვიტამინის, ფოლიუმის, კალციუმის, რკინის, მაგნიუმის, ფოსფორის, კალიუმის და მანგანუმის შესანიშნავი წყარო. ასევე ცილის, თუთიის, ვიტამინი B6, სპილენძის და მრავალი მჟავის ბუნებრივი გზით მიღების არაჩვეულებრივი საშუალება.

რუკოლა მეტად სურნელოვანი, სასარგებლო მცენარეა, რომელიც თანამედროვე კულინარიაში განსაკუთრებულია. რუკოლას აქვს მწარე ან მომჟავო გემო. იგი ასევე იდეალური არჩევანია წონის კლების მხრივაც, რადგან 100 გრამ რუკოლაში მხოლოდ 25 კალორიაა. ის სალათებს სასიამოვნო ნატიფ გემოს ანიჭებს.

რუკოლა, გრილი სეზონის კულტურაა, ნიადაგის pH – 6 – 7 ფარგლებშია. უყვარს ჰუმუსით მდიდარი მსუბუქი ნიადაგი და საკმაოდ მომთხოვნია წყალზე, მრავლდება თესლით და ჩითილებით.

რუკოლას დადებითი თვისებები:

  1. აძლიერებს იმუნურ სისტემას და ორგანიზმს უფრო მდგრადს ხდის ინფექციების მიმართ;
  2. საუკეთესოა საჭმლის მონელებისთვის;
  3. იცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, მისი კალიუმის შემცველობა ხელს უწყობს არტერიული წნევის დაბალანსებას. ასევე დიდ როლს თამაშობს ათეროსკლეროზის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციაში;
  4. აღადგენს ძვლებს, მისი K ვიტამინის, კალციუმის და მაგნიუმის შემცველობის გამო, ის ზრდის ძვლის სიმკვრივეს და ამცირებს ოსტეოპოროზის რისკს;
  5. საუკეთესო პროდუქტია ორსულების დროს მისი მაღალი ფოლიუმის მჟავის შემცველობა, ხელს უწყობს ბავშვის ტვინისა და ნერვული სისტემის განვითარებას;
  6. ეს პროდუქტი სწრაფად ახერხებს ადამიანის ორგანიზმის ტონუსში მოყვანას და ზრდის მის შრომისუნარიანობას;
  7. რუკოლაში დიდი რაოდენობითაა ბეტა-კაროტინი რომელიც საუკეთესოა მხედველობისთვის;
  8. რუკოლა პირველია დიაბეტიკებისთვის, ის ამცირებს გლუკოზის რაოდენობას ორგანიზმში;
  9. საუკეთესო პროდუქტია კიბოს პროფილაქტიკისთვის.

რუკოლას სალათი, ინგრედიენტები: 3 სამი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, მარილი, ახალდაფქული შავი პილპილი, რუკოლა, პარმეზანი გემოვნებით.

საშუალო ზომის თასში აურიეთ ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი, შემდეგ მოაყარეთ მარილი და პილპილი. დიდ თასში ჩაყარეთ რუკოლა, შემდეგ კი შეურიეთ პარმეზანი. ყველაფერი აურიეთ ერთმანეთში, სურვილისამებრ შეგიძლიათ ნებისმიერი ბოსტნეულის დამატება.

ავტორი: ლალი გოგინავა.
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი.

თქვენი რეკლამა