სურსათის კორპორაციამ 2024-2025 მარკეტინგულ წელს 1.3 მილიონი ტონა მარცვლეული გაყიდა. ეს გასულ სეზონთან შედარებით ოთხჯერ მეტია და ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მოცულობაა.
ახალ სეზონზე, სურსათის კორპორაცია სპარსეთის ყურის ბაზრებზე შესვლას და მიმდინარე ექსპორტის მოცულობის შენარჩუნებას გეგმავს. იტყობინება ეროვნული კომპანიის პრესსამსახური.
სურსათის კორპორაცია, პირველ რიგში მარცვლეულით უზრუნვეყოფდა, ადგილობრივ ფქვილის ქარხნებს, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმებს და გადამამუშავებელ საწარმოებს. შიდა ბაზარზე 425 000 ტონა მარცვლეული გაიგზავნა.
2024 წლის სექტემბრიდან 2025 წლის აგვისტომდე ყაზახეთმა 13.2 მილიონი ტონა მარცვლეულის (ფქვილის ექვივალენტის ჩათვლით) ექსპორტი განახორციელა. სურსათის კორპორაციის წილი მარცვლეულის ექსპორტში 8.9%-ს შეადგენდა.
მარცვლეულის ყველაზე დიდი გადაზიდვები – 143 000 ტონაზე მეტი – ექსპორტის ახალ მიმართულებებით გაიგზავნა: ვიეტნამი, მაროკო, ალჟირი და ეგვიპტე. ირანში, აზერბაიჯანსა და საქართველოში მარცვლეულის გადაზიდვებმა სულ 62 000 ტონა შეადგინა, რითაც ყაზახეთმა ამ ბაზრებზე თავისი ადგილი დაიბრუნა.
გასულ სეზონზე სურსათის კორპორაციამ, მარცვლეულის ექსპორტირება 12 ქვეყანაში გაბახორციელ. სოფლის მეურნეობის პროდუქტების ტრადიციულ მომხმარებლებს შორის იყვნენ ტაჯიკეთი, თურქმენეთი, ავღანეთი და ჩინეთი. ძირითადი საექსპორტო პროდუქტი იყო მე-3 კლასის საფქვავი ხორბალი.
დღესდღეობით, ეროვნული ოპერატორი აგრძელებს ხორბლის მიწოდებას შორეულ საექსპორტო ბაზრებზე, ითვისებს რა რთული მულტიმოდალურ მარშრუტებს. მიწოდება, სხვა საკითხებთან ერთად, ხორციელდება ახალი სატრანსპორტო დერეფნის მეშვეობით რუსეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, რამაც შესაძლებელი გახადა მარცვლეულის საცდელი გადაზიდვა სომხეთში.
გარდა ამისა, სურსათის კორპორაცია აღნიშნავს მულტიპლიკატორულ ეფექტს. სატრანსპორტო სუბსიდიების შემოღებამ გაზარდა მარცვლეულის ექსპორტის მომგებიანობა და ხორბლის ფასი შიდა ბაზარზე, ხოლო შავი და ბალტიის ზღვის პორტებზე წვდომამ უზრუნველყო მიწოდების დივერსიფიკაცია და გააძლიერა ყაზახეთის პოზიცია საგარეო ბაზრებზე.
„ახალ სეზონზე, სურსათის კორპორაცია გეგმავს სპარსეთის ყურის ბაზრებზე შესვლას და მიმდინარე ექსპორტის მოცულობის შენარჩუნებას. გლობალურ ბაზრებზე მარცვლეულის სტაბილური გადაზიდვების უზრუნველსაყოფად, ეროვნული ოპერატორი, შესაბამის სამთავრობო უწყებებთან ერთად, მუშაობს ორმხრივი ფიტოსანიტარიული შეთანხმებების ხელმოწერაზე, რომლებიც არეგულირებს მცენარეული პროდუქტების უსაფრთხოებისა და ხარისხის მოთხოვნებს“, – განაცხადა კომპანიამ.
ამავდროულად, მთავრობა მუშაობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისკენ მიმავალი სატრანსპორტო დერეფნების, ასევე ირანის პორტების გავლით ინდოეთის ოკეანეზე გასასვლელი მარშრუტების შემუშავებაზე. შედეგად, ყაზახეთის მარცვლეულის მწარმოებლები და ექსპორტიორები მიიღებენ დამატებით ლოჯისტიკურ შესაძლებლობებს და შეძლებენ თავიანთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეთავაზებას ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ბაზრებზე, სადაც ტრადიციულად მაღალი მოთხოვნაა საკვებ მარცვლეულზე.
* სურსათის კორპორაცია – სახელმწიფო ოპერატორი ყაზახეთის მარცვლეულის ბაზარზე, რომელიც მარცვლეულის რეზერვებს ინახავს.
წყარო: ElDala.kz

