ბაღდათი-აბასთუმნის გზაზე 16 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

ბაღდათი, აბასთუმნის, გზა

ბაღდათი-აბასთუმნის გზაზე კაკასხიდი-ზეკარის 16 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, კაკასხიდი-ზეკარის გზის 16 კმ-იანი (კმ17-კმ33) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.

აღნიშნული გზის ერთი მონაკვეთი გადის ფაქტობრივად დაუსახლებ ტყიან ზონაში, ხოლო მისი მეორე ნაწილი ალპური ზონაში. გზა ზღვის დონიდან საშუალოდ 1700-2100 მ სიმაღლეზე მდებარეობს.

რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებული იყო გზის სრული რეაბილიტაცია. კერძოდ, განხორციელდა ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, წყალგამტარი მილებისა და საყრდენი კედლების მოწყობა. ასევე, მოეწყო საგზაო ნიშნები და განხორციელდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნა. აღნიშნული მონაკვეთი-ბაღდათი აბასთუმნის გზის შემადგენელი ნაწილია.

ბაღდათი, აბასთუმნის, გზა

ბაღდათი-აბასთუმანის გზის რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურების დონესა და უსაფრთხოებას, შეამცირებს სამგზავრო მანძილსა და დროს (დაახლოებით 90-120 წუთი) საქართველოს ცენტრალური ნაწილიდან თურქეთის საზღვრამდე.

ბაღდათი, აბასთუმნის, გზა

გზის რეკონსტრუქცია გამოაცოცხლებს რეგიონს და გაზრდის ეკონომიკურ აქტივობას. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ჯამური ღირებულება 65 მლნ. ლარამდეა.

ბაღდათი, აბასთუმნის, გზა

თქვენი რეკლამა