ჩინეთი მსოფლიოში უდიდეს მცურავ ქარის ტურბინაზე მუშაობს

ქარის, ტურბინა, ჩინეთი

ჩინეთი მსოფლიოში უდიდეს, 50 მეგავატიან მცურავ, ძლიერი ტაიფუნებისადმი გამძლე, ქარის ტურბინაზე მუშაობს.

ჩინურმა კომპანია Mingyang Smart Energy-მ, ქვეყნის უდიდესმა კერძო ქარის ტურბინების მწარმოებელმა, მსოფლიოში ყველაზე დიდი, 50 მეგავატიანი, მცურავი ქარის ტურბინის,  დიზაინისა და წარმოების გეგმების შესახებ განაცხადა.

კომპანიის ინფორმაციით, ტურბინას ძლიერი ტაიფუნებისადმი გამძლეობა ექნება.

ახალი დიზაინი, რომელიც წინა Ocean X პლატფორმაზეა დაფუძნებული, აღჭურვილი იქნება ორთავიანი V-ფორმის დიზაინით, რომელიც გააერთიანებს ორ 25 მეგავატიან სიმძლავრის ძრავს საერთო სტრუქტურაში, რაც თითქმის ორჯერ მეტია ნებისმიერი არსებული მცურავი ტურბინის სიმძლავრეზე.

კომპანიის საერთაშორისო ბიზნესის პრეზიდენტმა ჟანგ ციინგმა აღნიშნა, რომ ახალი ტურბინის სიმძლავრე ორჯერ და მეტად აღემატება ამჟამად არსებულ უდიდეს 20 მეგავატიან ტურბინას.

ტურბინის თითოეული როტორი 290 მეტრის სიგრძის იქნება. მინგიანგის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა ჟანგ ჩუანვეიმ განაცხადა, რომ კომპანია გეგმავს ტურბინის მარკეტინგული კომპანიის დაუყოვნებლივ დაწყებას, ხოლო მასობრივი წარმოება 2026 წლისთვის არის დაგეგმილი.

ახალი ორთავიანი ტურბინის ღირებულება, სავარაუდოდ, კილოვატზე 1300 დოლარზე ნაკლები იქნება, რაც მნიშვნელოვნად დაბალია ევროპასა და ჩინეთში საშუალო მაჩვენებელზე.

პლატფორმა შექმნილია 100 მეტრზე მეტ ღრმა წყლებში მუშაობისთვის და შეუძლია გაუძლოს მე-5 კატეგორიის ქარიშხლის პირობებს, სადაც ქარის სიჩქარე საათში 260 კილომეტრს აღწევს. ღრმა წყლებში სტაბილურობას და ეფექტურობას უზრუნველყოფს V-ფორმის კოშკი და Y-ფორმის მცურავი ბაზა.

კომპანიამ ასევე გამოაცხადა 1.8 მილიარდი დოლარის ინვესტიციის შესახებს, შოტლანდიის ახალ საწარმოო ობიექტზე, რომელიც მოემსახურება დიდი ბრიტანეთისა და ევროპის ბაზრებს, რაც აჩვენებს ჩინეთის გლობალურ ამბიციებს ქარის ენერგიის სფეროში.

ფოტო: Mingyang Smart Energy

თქვენი რეკლამა