ინდოეთი ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა პიუშ გოიალმა განაცხადა, რომ ქვეყანას შეუძლია ორ წელიწადში, მსოფლიოში სიდიდით მესამე ეკონომიკა გახდეს.
ინდოეთის შტატ უტარ-პრადეშიში საერთაშორისო სავაჭრო გამოფენა 2025 დასრულდა. ღონისძიებამ მთელი მსოფლიოდან რეკორდული რაოდენობის მონაწილეები მიიზიდა, იტყობინება სააგენტო ANI.
ოფიციალური მონაცემებით, გამოფენაზე 2000-ზე მეტი ადგილობრივი კომპანია იყო წარმოდგენილი, მათ შორის მსხვილი, საშუალო და მცირე ბიზნესი, ასევე ახალგაზრდების მიერ მართული სტარტაპები.
ექსპოში 80-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობდა, მათ შორის 550-ზე მეტი უცხოელი შემსყიდველი მსხვილი საცალო ქსელებიდან, საბითუმო და იმპორტიორი კომპანიებიდან. რუსეთი პარტნიორი ქვეყნის როლს ასრულებდა და 200 ინდურ კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
პირველ გამოფენასთან შედარებით, წლევანდელი მონაწილეთა და სტუმრების რაოდენობა 30 პროცენტით გაიზარდა. ამან განამტკიცა მისი, როგორც ინდოეთში საერთაშორისო სავაჭრო თანამშრომლობის ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმის სტატუსი.
დახურვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა პიუშ გოიალმა განაცხადა, რომ ქვეყანამ მნიშვნელოვან ეკონომიკურ პროგრესს მიაღწია. სავალუტო რეზერვები 700 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც 2014 წლის დონეს სამჯერ აღემატება. მან ასევე აღნიშნა, რომ ინდოეთის მიზანია ორ წელიწადში მშპ-ს მიხედვით მსოფლიოში სიდიდით მესამე ეკონომიკა გახდეს და 5 ტრილიონ დოლარს მიაღწიოს.
ფოტო: ა. სავინი, ვიკიპედია

