
„ბელგოროდ-დნესტროვსკის საზღვაო პორტმა“ მემორანდუმი გააფორმა შპს „Batumi International Container Terminals“-თან (BICT), რომელიც მართავს ბათუმის პორტის კონტეინერულ და საბორნე ტერმინალებს.
ამის შესახებ ბელგოროდ-დნესტროვსკის პორტის აღმასრულებელმა დირექტორმა, ოქსანა კიკტენკომ განაცხადა.
ეს არის მეორე ასეთი დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR), ასევე ცნობილი როგორც „შუა დერეფნის“ განვითარებას.
მემორანდუმი ითვალისწინებს უკრაინისა და საქართველოს პორტების დამაკავშირებელი ახალი საბორნე მარშრუტის შექმნას.
ასევე იგეგმება ბელგოროდ-დნესტროვსკის პორტში საავტომობილო-სარკინიგზო საბორნე კომპლექსის მშენებლობა „შუა დერეფნის“ ტვირთნაკადების საჭიროებების გათვალისწინებით.
მემორანდუმის მიზანია „შუა დერეფნის“ მეშვეობით ტვირთის დამატებითი მოცულობის მოზიდვა.
„იგეგმება რომ, ბელგოროდ-დნესტროვსკის პორტი, მარშრუტის ევროპულ მხარეს TMTR-ის უდიდესი ჰაბი გახდეს“, – აღნიშნა კიკტენკომ.
წყარო: agroportal