 
უზბეკეთმა 2025 წლის იანვარ-ივნისში 311 ათასი ტონა ხილის ექსპორტი განახორციელა, რომლის ღირებულება 368,6 მილიონი აშშ დოლარი იყო. ამ პერიოდში ქვეყნიდან ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტი 40%-ით გაიზარდა.
ქვეყანა ყოველწლიურად 3,4 მილიონ ტონა ხილს და 1,9 მილიონ ტონა ყურძენს აწარმოებს. 2024 წელს ექსპორტირებული იქნა 2,3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ხილი, ბოსტნეული და საკვები პროდუქტები, საიდანაც 1,5 მილიარდი აშშ დოლარი ხილი და ბოსტნეული იყო, წერს Daryo.uz აგროინდუსტრიის განვითარების სააგენტოს პრესსამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით.
ხილის ექსპორტის სტრუქტურა მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში შემდეგი იყო:
- 11% – ალუბალი (42,1 ათასი ტონა) 96,8 მილიონი დოლარის ღირებულების;
- 3,6% – ვაშლი (13,3 ათასი ტონა) 6,7 მილიონი დოლარის ღირებულების;
- 3,9% – ქლიავი (14,6 ათასი ტონა) 10 მილიონი დოლარის ღირებულების;
- 15% – გარგარი (54,1 ათასი ტონა) 41 მილიონი დოლარის ღირებულების.
2025 წელს დაგეგმილია 10 აგროლოჯისტიკური ცენტრის ექსპლუატაციაში გაშვება, რომელთაგან 4 უკვე ამოქმედდა სურხანდარიას, ნავოის, სამარყანდისა და ფერგანას რეგიონებში.
ექვსი თვის განმავლობაში უზბეკეთის ექსპორტის მთლიანმა მოცულობამ 16.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33%-ით მეტია. ამავდროულად, საქონლისა და მომსახურების ექსპორტმა (ოქროს გამოკლებით) 10.4 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 23%-ით მეტია.
ექსპორტის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ხილმა და ბოსტნეულმა (ექსპორტის ზრდა 40%-ით), საიუველირო ნაწარმმა (4.6-ჯერ), ურანმა (23%-ით), სამშენებლო მასალებმა (17%-ით), ფქვილმა (42%-ით), ფარმაცევტულმა პროდუქციამ (20%-ით).

 
		
 
		 
		