2025 წლის იანვარ-აგვისტოში, აზერბაიჯანმა, 2.2 მილიონი დოლარის ღირებულების 718.5 ტონა ნუშის ექსპორტი განახორციელა.
ეს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ღირებულების 2.0-ჯერ და რაოდენობის 2.7-ჯერ ზრდაა.
Abc.az-ის ცნობით, საანგარიშო პერიოდში აზერბაიჯანმა ექსპორტის სახით გაიტანა:
- რუსეთში – 154 ტონა (6-ჯერ მეტი), რომლის ღირებულება 856 000 დოლარია (7.8-ჯერ მეტი წინა წელთან შედარებით);
- უზბეკეთში – 308 ტონა (2.3-ჯერ მეტი), რომლის ღირებულება 544 000 დოლარია (41%-იანი ზრდა);
- თურქეთში – 126 ტონა (+15%), რომლის ღირებულება 398 000 დოლარია (-31%),
- იტალიაში – 71 ტონა (ერთი წლის წინ მიწოდება არ ყოფილა), რომლის ღირებულება 290 000 დოლარია;
- საქართველოში – 59 ტონა (ერთი წლის წინ მიწოდება არ ყოფილა), რომლის ღირებულება 102 000 დოლარია.

