რუსეთის რკინიგზა, აზერბაიჯანის რკინიგზის გამოყენებით, სომხეთში გადაზიდვების ორგანიზებაზე მუშაობს. რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამ ახალი ლოჯისტიკური მარშრუტის ათვისების შესახებ ინსტრუქციები უკვე მიიღო.
აზერბაიჯანულმა მხარემ დაადასტურა საკუთარი რკინიგზის გამოყენების შესაძლებლობა, რუსული პროდუქციის სომხეთში ტრანზიტისთვის.
ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა განუცხადა.
მისი თქმით, რუსეთის რკინიგზა (RZD) და მისი კოლეგები რეგიონში, ამჟამად მუშაობენ რუსული საქონლის სომხეთში აზერბაიჯანის გავლით ტრანზიტის ორგანიზებაზე.
„აზერბაიჯანულმა მხარემ დაადასტურა მისი რკინიგზის გამოყენების შესაძლებლობა რუსული პროდუქციის აზერბაიჯანის გავლით სომხეთში ტრანზიტისთვის. ამ მხრივ, ჩვენ მივაღწიეთ ძალიან საინტერესო პროგრესს. რუსეთის რკინიგზა, თავის კოლეგებთან ერთად რეგიონში, ამჟამად მუშაობს ამ გადაზიდვების ორგანიზებაზე. ამავდროულად, ჩვენ გავეცით შესაბამისი ინსტრუქციები სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ამ ახალი ლოჯისტიკური მარშრუტის შემუშავების შესახებ“, – აღნიშნა ოვერჩუკმა.
წყარო: zerkalo.az

