მცხეთა-მთიანეთის რეგიონის 7 სოფლის – ჭურჭელაურის, მამადაანის, ლიშოს, ბოდახევას, თეთრაულების, ქვემო არტანის და ზემო არტანის დამაკავშირებელი, 12.5 კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
თიანეთის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტი ითვალისწინებდა ასფალტის ახალი საფარის, ხიდის, მილხიდების, სანიაღვრე არხების, საყრდენი კედლებისა და უსაფრთხოების ბარიერების მოწყობას.
ახლადრეაბილიტირებული შვიდი სოფლის დამაკავშირებელი გზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტი, საგზაო უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, ამცირებს მგზავრობის მანძილსა და დროს.
პროექტის დასრულების შემდეგ, აღნიშნული გზით ადგილობრივი მოსახლეობა და რეგიონში ჩასული სტუმრები უფრო კომფორტულად და უსაფრთხოდ შეძლებენ გადაადგილებას.
პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა.
მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განახორციელა, რომლის ღირებულებამ 9 მილიონი ლარი შეადგინა.