პომიდორი საქართველოს ყველა რეგიონში მოჰყავთ. აღსანიშნავია, რომ ბოსტნეული კულტურებიდან ის ყველაზე დიდი რაოდენობით იწარმოება.
საქართველოს ერთ-ერთ უპირატესობას, პომიდვრის წარმოების კუთხით, წარმოადგენს პომიდვრის გემოვნური თვისებები და ასევე კლიმატი, რომელიც ხელსაყრელია არასეზონური წარმოებისათვის.
პომიდორი ყველაზე მოხმარებადი ბოსტნეულია მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მონაცემი საქართველოსთვის არ არსებობს, სავარაუდოა ეს ფაქტი საქართველოსთვისაც სწორი აღმოჩნდება.
იმერეთში არსებობს ბოსტნეულისა და, კონკრეტულად, პომიდვრის წარმოების მრავალწლიანი ტრადიცია, შესანიშნავი კლიმატური პირობები და ასევე უკვე კარგად ნაცნობი და ათვისებული პოსტსაბჭოთა სივრცის ბაზრები.
ეს ყველაფერი ხელს უწყობს ბოსტნეულის წარმოების განვითარებას იმერეთში. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში (წყალტუბო, ხონი და სამტრედია) კარგად არის განვითარებული სასათბურე ინფრასტრუქტურა, თუმცა მათი მასშტაბი მაინც მცირეა და პომიდორი უფრო მეტად ღია გრუნტზე იწარმოება.
იმისათვის, რომ პომიდვრის ექსპორტი წარმატებით განხორციელდეს, ევროპის ბაზარზე აუცილებელია საშუალო მოსავლიანობის გაზრდა და პომიდვრის წარმოების თვითღირებულების შემცირება. ასევე სტანდარტების შესაბამისად ყველა იმ მოთხოვნის დაკმაყოფილება, რომლებიც ევროკავშირის ბაზარზე წარმატებული ექსპორტის საწინდარია.
დაკლიკეთ ფოტოზე (დაკომენტზე) და წაიკითხეთ