საგაზაფხულო ბიოწამლობები მავნებლებისთვის ბადრიჯანსა და კარტოფილში

ბიოწამლობები, მავნებლები, ბადრიჯანი, კარტოფილი

აპრილის, მაისისა და ივნისის თვეებში ისეთ კულტურებს, როგორიცაა ბადრიჯანი და კარტოფილი, აქტიურად აზიანებს სხვადასხვა სახის მავნებელი. დაზიანებისა და ზარალის თავიდან ასაცილებლად, „ბიოაგრო“ გთავაზობთ ამ მავნებლებთან ბიოლოგიურად ბრძოლის მეთოდებს.

ბადრიჯანს ვეგეტაციის პერიოდში აზიანებს – ბუგრები, აბლაბუდიანი ტკიპა და კოლორადოს ხოჭო.

კოლორადოს ხოჭოს პირველი და მეორე ხნოვანების მატლების წინააღმდეგ ეფექტურია ბიოპრეპარატ „ტურინგენის“ 2%-იანი სამუშაო ხსნარის გამოყენება (100 ლიტრ წყალში 2 ლიტრი პრეპარატი).

აბლაბუდიან ტკიპებზე ასევე უნდა გამოვიყენოთ „ტურინგენის“ 2%-იანი ნაზავი.

ბუგრების წინააღმდეგ ეფექტურია „ლეპიდინის“ ან „ტურინგენის“ 2%-იანი სამუშაო ნაზავი.

1 ჰა-ზე თიტოეული პრეპარატის ხარჯვის ნორმა საშუალოდ შეადგენს 5-6 ლიტრს, ხოლო ბუგრების, ტკიპების ნიმფების და იმაგოების წინააღმდეგ ხარჯვის ნორმაა 6 ლიტრი.

სეზონის განმავლობაში კოლორადოს ხოჭოს მატლების წინააღმდეგ წამლობა უნდა ჩატარდეს 2-ჯერ, ბუგრებისა და ტკიპების წინააღმდეგ 3-ჯერ.

აქვე, ბუგრების წინააღმდეგ შეგვიძლია გამოვიყენოთ ნიმის ზეთის 0.3-0.5%-იანი სამუშაო ნაზავი.

კარტოფილს ვეგეტაციის პერიოდში აზიანებენ – კოლორადოს ხოჭო და კარტოფილის ჩრჩილი.

კოლორადოს ხოჭოსა და კარტოფილის ჩრჩილის პირველი და მეორე ხნოვანების მატლების წინააღმდეგ ეფექტურია ბიოპრეპარატ „ტურინგენისა“ (კოლორადოს ხოჭო) და „ლეპიდინის“ (კარტოფილის ჩრჩილი) 2 – 2%-იანი სამუშაო ხსნარის გამოყენება (100 ლიტრ წყალში – 2-2 ლიტრი პრეპარატი).

კოლორადოს ხოჭოს მატლების წინააღმდეგ წამლობა უნდა ჩატარდეს სეზონის განმავლობაში 3-ჯერ.

კარტოფილის ჩრჩილის მატლების წინააღმდეგ 2-ჯერ.

პრეპარატების ფოთოლზე თანაბრად გადასანაწილებლად, რაც ეფექტურობას ზრდის, სამუშაო ნაზავში დაუმატეთ ბიოლოგიური მიმწებებელი – ლიპოსამი.

წამლობები უნდა ჩატარდეს დილის საათებში ან მზის გადასვლის შემდეგ.

სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „ბიოაგრო“.

დამატებითი კითხვებისა და პრეპარატების შესახებ ინფორმაციისთვის გადადით (დაკლიკეთ) ლინკზე: http://bioagro.ge/

თქვენი რეკლამა