კალიუმი (K): ხარისხის განმსაზღვრელი ელემენტი — სრული გზამკვლევი მცენარის კვებასა და სასუქის შერჩევაში

კალიუმი არის მცენარისათვის აუცილებელი საკვები ელემენტი, რომელიც პასუხისმგებელია ნაყოფის სწორად ფორმირების პროცესზე, მის ხარისხზე, შეფერილობასა და რაოდენობაზე, რაც განაპირობებს ბარაქიან მოსავალს.

მცენარეს ესაჭიროება სხვადასხვა საკვები ელემენტები ზრდა-განვითარებისათვის. ზოგიერთი ელემენტი პირდაპირაა ჩართული მცენარის შენებაში, ხოლო დანარჩენი აუცილებელია მცენარის მეტაბოლიზმისათვის.

მცენარისათვის საჭირო ელემენტები დაყოფილია  ორგანულ და მინერალურ ელემენტებად. ორგანული ელემენტებია: ნახშირბადი, წყალბადი, ჟანგბადი.

მინერალური ელემენტები კი იყოფა 3 ნაწილად.

  • პირველადი მაკრო ელემენტები: აზოტი, ფოსფორი, კალიუმი, N-P-K
  • მეორადი მაკრო ელემენტები: გოგირდი, კალციუმი, მაგნიუმი
  • მიკროელემენტები: ბორი, სპილენძი, რკინა, მანგანუმი, მოლიბდენი, თუთია.

ამ სტატიაში ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მაკრო ელემენტზე, კალიუმზე, მის როლზე მცენარეში და ასევე განვიხილავთ თუ როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად კალიუმის შემცველი სასუქი.  

რა როლს ასრულებს კალიუმი მცენარეში?

  • კალიუმი არის მთავარი საკვები ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს მცენარის ჯანმრთელობას და ნაყოფის განვითარებას. იგი პასუხისმგებელია ნაყოფის სწორად ფორმირების პროცესზე, იგი ზრდის ნაყოფში შაქრის შემცველობას, მის ზომას, აუმჯობესებს ფერს, ხეხილისა და ბოსტნეულის შენახვის ხანგრძლივობას. ამის გამო ხშირად კალიუმს ხარისხის განმსაზღვრელ მაკრო ელემენტად მოიხსენიებენ.
  • კალიუმი არეგულირებს სტომატის გახსნას და დახურვას, უზრუნველყოფს ნახშირორჟანგის შეწოვას, რითაც აძლიერებს ფოტოსინთეზს
  • მცენარეთა ქსოვილებსა და უჯრედებში მონაწილეობს წყლის და სხვა მარილების ოსმორეგულაციაში და აუმჯობესებს წყლის შეწოვას.
  • მონაწილეობს ატფ-ის სინთეზში, რომელსაც ყველა უჯრედი იყენებს ენერგიისთვის.
  • იგი ასევე მონაწილეობს ცილის მეტაბოლიზმში.
  • კალიუმი აძლიერებს უჯრედის კედლებს. ხდის მცენარეს მეტად გამძლეს რთულ მეტეოროლოგიურ და გარემო პირობებში. ზრდის მცენარის რეზისტენტობას მავნებელ-დაავადებების მიმართ.

კალიუმი, ბარაქა

აზოტისა და კალიუმის თანაფარდობა

მცენარისათვის აუცილებელია დაბალანსებული კვება, სამივე მაკროელემენტის (აზოტი; ფოსფორი; კალიუმი) სწორ დროსა და სწორი რაოდენობით მიწოდება. თუმცა ამ სტატიაში განსაკუთრებით ყურადღება გავამახვილოთ აზოტისა და კალიუმის თანაფარდობაზე.

იმ შემთხვევაშიც კი თუ მცენარეს დიდი რაოდენობით აზოტს მივაწვდით, აზოტისა და კალიუმის თანაფარდობის დისბალანსი (რაც კვლევების თანახმად ძალიან გავრცელებული შემთხვევაა) გამოიწვევს მცენარეში აზოტის აუთვისებლობას და მის დაგროვებას ფესვებში. ჭარბი ნიტრატი მცენარის ფესვის ზონაში, რომელიც არასაკმარისად არის მომარაგებული კალიუმით, შესაძლოა ჩაირეცხოს მიწისქვეშა წყლებში ან დაიკარგოს ატმოსფეროში გაზების სახით.

კალიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს აზოტის მეტაბოლიზმში. იგი, როგორც კათიონი, ეხმარება აზოტის ნიტრატულ ანიონს გადაადგილდეს ფესვებიდან ღეროებისაკენ. გარდა ამისა, კალიუმი კრიტიკულად აუცილებელია ნიტრატის ამინომჟავებად და ცილებად გარდასაქმნელად (ნიტრატის რედუქციის პროცესში). კალიუმის დეფიციტის დროს ნიტრატი გროვდება, რაც ამცირებს პროდუქტიულობას და შეიძლება ტოქსიკური იყოს მცენარისთვის.

რატომ იბლოკება კალიუმი ნიადაგში?

მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ნიადაგში კალიუმის საკმარისი რაოდენობა იყოს, მცენარემ მაინც ვერ მოახერხოს მისი ათვისება. კალიუმი ხშირ შემთხვევაში იბლოკება თიხნარ და შლამიან ნიადაგში. თიხის ნაწილაკები უკავშირდება კალიუმს და ხელს უშლის მის ხელმისაწვდომობას მცენარის ფესვებისათვის. ამ პრობლემის გადასაჭრელად, ნიადაგი შეიძლება შეიცვალოს ორგანული ნივთიერებებით, როგორიცაა კომპოსტი ან ნაკელი, ჰუმინო და ფულვომჟავები, რათა გაფხვიერდეს თიხის ნაწილაკები, რომლებიც ბლოკავს კალიუმს.

როგორ ვლინდება კალიუმის დეფიციტი მცენარეში?

კალიუმის დეფიციტის პირველი ნიშნები აისახება მცენარის ქვედა ფოთლებზე. სიმპტომები იწყება წვეროებიდან და ვრცელდება კიდეებისკენ. ფოთლის წვერო ხდება ყავისფერი,რაც წააგავს დამწვრობას, ხოლო ძარღვები რჩება მწვანე ფერის. დეფიციტი ასევე იწვევს ფოთლის დახვევას. კალიუმი მოქმედებს ფოთლების ტურგორზე და მისი ნაკლებობისას ფოთლები ჭკნება. გარდა ამისა, ის საჭიროა მექანიკური ქსოვილების ჩამოყალიბებისთვის, ამიტომ კალიუმის ნაკლებობისას ღერო კარგავს მედეგეობას, ხოლო მუხლთაშორისები მოკლდება.

კალიუმი, ბარაქა

როგორ მივაწოდოთ მცენარეს კალიუმი?

მცენარისათვის კალიუმის ყველაზე ეფექტური წყაროა კალიუმის სულფატი მისი დაბალანსებული საკვები ნივთიერებების შემცველობისა და ტოქსიკურობის დაბალი რისკის გამო. იგი შეიძლება გამოვიყენოთ ნიადაგში შეტანის გზით ან ფერტიგაციით.

კალიუმის სხვა წყაროები, როგორიცაა კალიუმის ქლორიდი ან კალიუმის ნიტრატი, ასევე გამოიყენება, მაგრამ აზოტისა და ქლორის მაღალმა დონემ გარკვეულ პირობებში შეიძლება ისინი პოტენციურად სახიფათო გახადოს მცენარისათვის.

1. კალიუმის სულფატი

კალიუმის სულფატი განსაკუთრებით ეფექტურია:

  • ქლორისადმი მგრძნობიარე კულტურებისთვის.
  • მჟავე ნიადაგებში.
  • მარილის დაგროვების საფრთხის არსებობისას.

დამატებითი უპირატესობები: კალიუმის სულფატის მიწოდებით მცენარეს ვაწვდით არა მხოლოდ ამ მნიშვნელოვან მაკროელემენტს, არამედ გოგირდსაც (მეორადი მაკროელემენტი), რომელიც:

  • ხელს უწყობს ცილების, ფერმენტების, ვიტამინების და სხვა ნაერთების წარმოქმნას.
  • არის სამი მნიშვნელოვანი ამინომჟავის (ცისტეინი, ცისტინი და მეთიონინი) შემადგენელი ნაწილი.
  • მონაწილეობს ქლოროფილის წარმოქმნაში და აძლიერებს ფოტოსინთეზს.
  • ხელს უწყობს სხვა აუცილებელი საკვები ნივთიერებების (აზოტი, ფოსფორი, კალიუმი და მაგნიუმი) შეწოვას.

2. კალიუმის ნიტრატი

იმ შემთხვევაში, თუ ფერმერს სჭირდება არა მხოლოდ კალიუმი, არამედ აზოტიც, კალიუმის ნიტრატი ხდება ერთ-ერთი მთავარი ალტერნატივა.

კალიუმის ნიტრატს ვირჩევთ, როდესაც:

  • ვეგეტატიური ზრდის სტიმულაცია: კალიუმის ნიტრატი​ იდეალურია აქტიური ზრდის ფაზაში, როდესაც საჭიროა აზოტის (დაახლოებით 13% N) და კალიუმის (K2​O დაახლოებით 44%) ერთდროული მიწოდება.
  • ნივთიერებათა სწრაფი ათვისება: ნიტრატული აზოტი (NO3−​) უზრუნველყოფს სინერგიულ ეფექტს — ის ხელს უწყობს კალიუმის (K+) სწრაფ შეწოვას ფესვთა სისტემის მიერ.

პრაქტიკული განსხვავება: კალიუმის ნიტრატი შეუცვლელია, როდესაც მცენარეს სჭირდება აზოტის დამატება. თუმცა, თუ მიზანი არის ნაყოფის მაქსიმალური ხარისხი სიმწიფის ფაზაში ან ნიადაგში უკვე ჭარბობს აზოტი, კალიუმის სულფატი კვლავ რჩება ყველაზე უსაფრთხო და დაბალანსებულ არჩევნად, რომელიც არ ზრდის ნიტრატის დონეს.

ბარაქა

ბარაქა, კალიუმი

როგორ შევარჩიოთ კალიუმის სულფატი

კალიუმის სულფატის არჩევისას, კრიტიკულად მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ფერტიგაციის სისტემების ეფექტურობა და მოსავლის უსაფრთხოება.

ბარაქა, კალიუმი

1. ხსნადობა და უხსნადი ნარჩენები

კალიუმის სულფატმა შესაძლოა გამოიწვიოს ფილტრისა და მილების ჩაკეტვა, რაც რა თქმა უნდა ეკონომიურად აზარალებს ფერმერს.

  • საერთაშორისო სტანდარტი: პროდუქტი რომ ჩაითვალოს ხარისხიანად, დასაშვებია მისი უხსნადი ნაწილი შეადგენდეს 05%-ს.
  • რეალური მაჩვენებელი: კვლევების თანახმად, მსოფლიოში წარმოებული ანალოგი პროდუქტების 50%-ზე მეტ შემთხვევაში ეს წილი5%-დან 1%-მდე მერყეობს, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის ფერმერისათვის.
  • მაღალი ხარისხის მაგალითი – სოლუპოტასი: ბელგიური კომპანია Tessenderlo Kerley-ის მიერ წარმოებული კალიუმის სულფატი „სოლუპოტასი“-ს შემთხვევაში, უხსნადი ნარჩენების მაჩვენებელი 02%-ზე დაბალია. ეს მიიღწევა პროდუქტის მანჰეიმის პროცესით წარმოებით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალ ხსნადობას.

2. საკვები ელემენტების კონცენტრაცია

ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ საკვები ელემენტების კონცენტრაცია პროდუქტში.

  • სტანდარტული შემცველობა: კალიუმის სულფატში, კალიუმის შემცველობა ხშირ შემთხვევაში 50-51% შეადგენს.
  • მაღალი კონცენტრაცია – სოლუპოტასი: სოლუპოტასის შემთხვევაში იგი 6%-ია.

3. მინარევების დაბალი დონე

კალიუმის სულფატის არჩევისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი პროდუქტში ქლორისა და ნატრიუმის შემცველობაა. ორივე ეს ელემენტი ხელს უწყობს ნიადაგის დამლაშებას. სოლუპოტასში ორივე მაჩვენებელი ანალოგ პროდუქტებთან შედარებით ბევრად დაბალია. შენიშვნა: ქლორი გავლენას ახდენს მცენარეებზე ნიადაგის წყლის ოსმოსური პოტენციალის გაზრდით. ეს ზრდის ნიადაგის მარილიანობას, რაც ხელს უშლის მცენარეს წყლის შეთვისებაში.

ინფორმაცია მოგვაწოდა კომპანიამ ბარაქა

თქვენი რეკლამა