კლარჯული თეთრყურძნიან ვაზის ჯიშთა ჯგუფს ეკუთვნის. ყურძნის საუცხოო გემური თვისებების, ტრანსპორტაბელობის, შენახვის დიდი უნარის (ინახება თითქმის გაზაფხულამდე), მტევნისა და მარცვლების გარეგნული სილამაზისა და აგრეთვე საკმაოდ უხვი მოსავლიანობის გამო კლარჯული სამართლიანად ერთ-ერთ საუკეთესო ჯიშად ითვლება საქართველოში […]
საქართველოში გავრცელებულ თეთრყურძნიან ვაზის ჯიშებს შორის მწვანე ფართოდ ცნობილი სახელწოდებაა. ასე მაგალითად, კახეთის რაიონებში ცნობილია მწვანე და ნაბადა მწვანე; ქართლში-გორული მწვანე, მწვანე, ჯიშიანი მწვანე და ლურჯი მწვანე; მესხეთში-საფარის მწვანე; იმერეთში-ოკრიბული მწვანე; რაჭაში-მწვანე; გურიასა და აჭარაში-მწვანე […]
ვაზის დარგვა შეიძლება, როგორც გაზაფხულზე, ისე შემოდგომით, თუ უკანასკნელ შემთხვევაში საშიშროება არ არის ვაზის ახალდარგული ნერგის დაზიანებისა ყინვების გამო. გაზაფხულზე ვაზის დარგვა უნა დამთავრდეს კვირტის გაშლამდე. დასავლეთ საქართველოში ვაზის დარგვა უნდა დამთავრდეს 15 მარტამდე, აღმოსავლეთში […]
დასახელება; დამატებითი აღნიშვნები; ტიპი, ფერი და ძირითადი მოთხოვნები დასახელება: „წარაფი“; „წარაფი“ ქარვისფერი მშრალი ღვინოა. წარაფი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ფერი – მუქი ქარვისფერიდან ჩალისფერამდე; არომატი და გემო – სხეულიანი, ენერგიული, ექსტრაქტული და ხავერდოვანი, კარგად გამოხატული […]
საქართველოს ისტორიულ, ცნობილ თეთრყურძნიან ვაზის ჯიშებს შორის ჩინური განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, როგორც ხარისხოვანი პროდუქციის მომცემი საღვინე და ადგილობრივი მოხმარების სუფრის ყურძნის ჯიში. თავისი ბოტანიკურ-ბიოლოგიური ნიშან-თვისებით ჩინური ქართლის ვაზის ჯიშთა ჯგუფს განეკუთვნება და ამ მხარის თეთრყურძნიან […]
სატალავრე ნაკვეთი უნდა იყოს: ქარისაგან დაცული, ღრმა ნიადაგიანი, საკვები ნივთიერებებით მდიდარი, სწორი ზედაპირით, სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ ოდნავ დახრილი, თავისუფალი ზედაპირული გრუნტის წყლებისაგან. მცირე სისქისა და დაბალნაყოფიერი ნიადაგები სატალავრედ არ გამოდგება. ვაზის ჯიშებიდან სატალავრედ მიზანშეწონილია გაშენდეს: განჯური, კარაბურნუ, […]
კაპიტა წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია, ხარისხიანი სუფრის წითელი ღვინოს მისაღებად. წარმოშობა: ქართლი მიიღება საკმაოდ ხარისხიანი სუფრის წითელი ღვინო, რომელიც ხასიათდება სიხალისითა და სისრულით, გამოხატული ჯიშური არომატითა და კარგი ალუბლისფერი შეფერვით. კაპიტა საშუალო ზრდისაა. ზრდასრული ფოთოლი […]