გარემოს ნარჩენებისგან დაცვის მიზნით, სიდნეიში (ავსტრალია) რამდენიმე წლის წინ პლასტიკატის და ალუმინის ბოთლების შემგროვებელი ავტომატები (აპარატები) გამოჩნდა.
მოქმედების პრინციპი მარტივია, ყველა მსურველს გარემოს მხარდაჭერის სანაცლოდ სამგზავრო ბილეთი ან საქველმოქმედო ფონდში გადარიცხვის ქვითარი შეუძლია მიიღოს.
ავსტრალიელთა გარემოზე ზრუნვის ამგვარი გადაწყვეტა, საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა და მხოლოდ პირველი სამი დღის განმავლობაში 10 000 ბოთლი შეგროვდა.
ავტომატებში არ შეიძლება მინის ან სითხიანი ბოთლების ან სხვა ნარჩენების ჩაყრა, თუ ვინმე მაინც შეეცდება ავტომატი უბრალოდ არ მიიღებს მათ.
ბოთლების სანაცვლოდ შესაძლებელია სხვადასხვა დამატებითი აქციების შეთავაზებაც.