მოთხოვნა უფრო ჯანსაღ სასოფლო – სამეურნეო პროდუქტზე იზრდება და შესაბამისად, საჭირო ხდება მეტი ორგანული მეურნეობის არსებობა და მიდგომების შეცვლა.
იმერეთის რეგიონში, „ბიოაგრო – მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრი“ შერეული მეურნეობების მიმართულებით აქტიურ მუშაობას იწყებს და გეგუთში მდებარე მცენარეთა დაცვის მაღაზიაში ბიოკუთხეს აკეთებს.
„ბიოაგროს“ სპეციალისტები მრავალწლიანი ცოდნით აქტიურად დაეხმარებიან ადგილობრივ ფერმერებს შეამცირონ ქიმიური პესტიციდური დატვირთვა, სისტემურად და უდანაკარგოდ ჩაანაცვლონ ქიმიური საშუალებები ბიოლოგიურით და ამ პროცესისთვის საჭირო ბიოსასუქებსა და მცენარეთა დაცვის ბიოლოგიურ საშუალებებსაც ადგილზე მიაწვდიან.
როგორც კომპანიაში ამბობენ, ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ მავნებელ – დაავადებათა დიაგნოსტიკისთვის მცენარისა თუ ნიადაგის ნიმუშები იმერეთის ბიოკუთხის მეშვეობით თბილისში გამოაგზავნონ და დასკვნასთან ერთად „ბიოაგროს“ ლაბორატორიის სპეციალისტებისგან დეტალური რეკომენდაციებიც მიიღონ.
„ბიოაგრო – მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის“ ვებგვერდი: http://bioagro.ge/