პარკი – იტალიური სასოფლო სამეურნეო ფაბრიკა

სოფელი

2017 წლის 4 ოქტომბერს, ბოლონიაში უნიკალური თემატური პარკი გაიხსნება სახელწოდებით „იტალიური სასოფლო სამეურნეო ფაბრიკა“ (Fabbrica Italiana Contadina).

პარკი 8 ჰექტარს დაიკავებს, მათ შორის ერთი ჰექტარი ბაზრებისთვის, ნახევარ ჰექტარზე ოდნავ ნაკლები კი ღონისძიებებისთვის იქნება გამოყოფილი, პარკში იქნება 40 სახელოსნო, 25 რესტორანი, მინდვრები და სხვა მრავალი.

გარდა ამისა 1.5 ჰექტრამდე გამოყოფილი იქნება რეგიონალური კულტურებისთვის, მათ შორის ზეთისხილი, ყურძენი, ყველი და სხვა, აქვე იქნება ადგილობრივი ჯიშის საქონლის ფერმები.

იტალიური სასოფლო სამეურნეო ფაბრიკის ტერიტორიაზე, მომხმარებელს საშუალება ექნება სრულად ისიამოვნოს იტალიური სამზარეულოთი და ამასთან იცოდეს პროდუქტის გზა ფერმიდან თეფშამდე.

პროდუქტის მიკვლევადობა ხომ, ერთ-ერთი ყველაზე მეტად პოპულარული ტენდენცია კვებითი მრეწველობის ბაზარზე.

სოფელი

პარკის გეგმა

ismp_gegma_3330394844846111111

თქვენი რეკლამა