მზის პანელები შესაძლოა ფუტკრების სახლად იქცეს

https://agrokavkaz.ge/dargebi/mefutkreoba/6-martivi-gza-phutkrebis-mkhardasacherad.html

მზის პანელები შესაძლოა ფუტკრების სახლად იქცეს, თუ ირგვლივ ველურ ყვავილებს დავრგავთ.

ახალი კვლევების თანახმად, მზის პანელების პარკები შესაძლოა ფუტკრებისა და სხვა დამმტვერავი მწერებისთვის თავშესაფარი გახდეს.

ბრჭყვიალა მზის პანელები შესაძლოა, ველური ბუნების განვითარებისთვის ყველაზე სასურველ ადგილად არ გამოიყურებოდეს, მაგრამ თუ მზის პანელები განლაგებულია მდელოების პრინციპით, იგი კარგი თავშესაფარია ფუტკრებისთვის.

ლანკასტერის უნივერსიტეტის მკვლევარები, დიდ ბრიტანეთში, იკვლევდნენ, თუ რა გზით შეიძლება შევუწყოთ ხელი ფუტკრების პოპულაციის გამრავლებას, რადგან მათი რაოდენობა მკვეთრად იკლებს – ფუტკრების რიცხვი მეოცე საუკუნის დასაწყისიდან დღემდე, 17 პროცენტით შემცირდა.

„ჩვენი კვლევები იძლევა პირველ მტკიცებულებას, რომ მზის პანელების პარკები შესაძლოა გამოვიყენოთ როგორც კონსერვაციის საშუალება“ – ამბობს ლანკასტერის უნივერსიტეტის დოქტორი, ჰოლი ბლეიდსი.

ფერმერები, თავიანთი მზის პანელების პროექტში ჩართვით, ყვავილების დარგვისა და ფუტკრების პოპულაციის ხელშეწყობისთვის სარგებელს მიიღებენ.

ფუტკრების სკების სხვადასხვა მოდელების სიმულაციით მკვლევარებმა დაადგინეს, რომ დიდი, ხანგრძლივი დროით მოქმედი და რესურსებით მდიდარი მზის პანელების პარკები ფუტკრების აქტივობას და პოპულაციას პარკიდან 1 კილომეტრის მოშორებითაც გაზრდიან.

ეს ასევე სარგებელს მოუტანს იმ ფერმერებს, რომლებსაც მიმდებარედ სასოფლო – სამეურნეო კულტურები აქვთ, ერთადერთი რაც ფერმერებმა უნდა გააკეთონ, რეჰანის და გოგრის დარგვაა.

რატომ ქმნის მზის პანელები ფუტკრების გამრავლებისთვის პერსპექტიულ არეალს?

შესაძლოა, ერთი შეხედვით ჩანდეს, რომ მზის პანელები მიწაზეა გაშლილი, თუმცა, ცისკენ მიმართული პანელები მიწის მხოლოდ 5%-ს იკავებს.

ამიტომ, დიდი მიწის ნაკვეთები თავისუფლად შეიძლება იყოს ფუტკრის სკებისთვის განკუთვნილი ტერიტორია, ამბობს ბლეიდი. მზის პანელები ხშირად ინტენსიურად მართულ სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებზეა დამონტაჟებული, სადაც ისედაც არსებობს ფუტკრის ჯგუფები, ამიტომ მზის პანელების გარშემო ტერიტორია მათთვის კარგი თავშესაფარი იქნება.

მზის პანელები ევროპაში თანდათან უფრო დიდ ადგილს იკავებს, ამიტომ მათი ფუტკრების თვშესაფრად გამოყენება დროულია.

მზის პარკებს დიდ ბრიტანეთში 14,000 ჰექტარი უკავია. კლიმატის კომიტეტის თანახმად, თუ გაერთიანებული სამეფო თავის წმინდა ნულოვან მიზნებს მიაღწევს, ფართობი 100,000 ჰექტრამდე გაიზრდება.

ეს არის უზარმაზარი ტერიტორია, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ ფუტკრებისა და სხვა სასარგებლო მწერებისთვის, მაგრამ ამისთვის ერთობლივი მიდგომაა საჭირო.

რა არის შემდეგი ნაბიჯი დამმტვერავების დასაცავად?

აგრარული გადასახადებიდან მიღებული სარგებლით შესაძლოა დაჯილდოვდნენ მზის პანელების მფლობელი ფერმერები, რომლებიც თავიანთ მინდვრებს ველური ყვავილების მდელოებად აქცევენ.

კონფერენციაზე „ეკოლოგია საზღვრებს გარეთ“ ბლეიდმა და თავისმა კოლეგებმა მოითხოვეს რეალური მონაცემების შეგროვება მზის პანელების პარკების გარშემო არსებული ბუნების შესახებ, რათა უკეთესად გავიგოთ პანელების სხვადასხვა სახით მართვის გავლენა გარემოზე.

მარიამ ტაკაშვილი,
წყარო: EuronewsGreen

თქვენი რეკლამა