აშშ-ს ქიმიური საზოგადოების (ACS) და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) სპეციალისტებმა, პროდუქტის შესაფუთი ინოვაციური მასალა წარმოადგინეს.
ახალი მასალა მიღებულია რძის ცილისგან (კაზეინი).
გარეგნულად ახალი შესაფუთი მასალა არ განსხვავდება პოლიეთინელისგან, მისი მთავარი პლიუსი ეკოლოგიურობაა, არის სრულად ბიოდეგრადირებადი და არ მოაქვს არავითარი ზიანი გარემოსა და ადამიანისთვის.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ პროდუქტს მოვამზადებთ შეფუთვასთან ერთად, არაფერი საშიში არ მოხდება, მაღალ ტემპერატურაზე შეფუთვა, რომდენიმე წამში გადნება და კერძის შემადგენელ ინგრედიენტად გარდაიქმნება.
პროექტის ხელმძღვანელის, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, პეგგი თომასულას (Peggy Tomasula) განცხადებით, რძის ცილის საფუძველზე მიღებული ახალი მასალა ძალიან კარგად იცავს პროდუტს გაფუჭებისგან და ამასთან შეამცირებს საშიშ ნარჩენებს.
გამომგონებელთა თქმით, რძის ცილის (კაზეინის) ცელოფნამდე, არსებობდა მსგავსი მასალები, თუმცა მათ აკლდათ სრულყოფილება, რადგან ისინი ძირითადად მზადდებოდა სახამებლის საფუძველზე, რომელიც უფრო დიდი ფორებით ხასითდება და შესაბამისად ნაკლებად ეფექტურია ჰაერის ბლოკირებისთვის.
ახალი ცელოფანი წარმოდგენილი იქნა, ამერიკის ქმიური საზოგადოების ყოველწლიურ გამოფენაზე.