ამერიკელებმა გზების დასაგებად შესაძლოა ღორის ნაკელი გამოიყენონ

ჩრდილოეთ კაროლინის ტექნიკური და სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის მკვლევარებმა, ცუდი გზების პრობლემის მოგვარება ღორის ნაკელის გამოყენებით გადაწყვიტეს.

მეცნიერებმა გამოიმუშავეს ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც ღორის ნაკელი გადამუშავდება ბიტუმად-ასფალტის წარმოებაში შემკვრელ ნივთიერებად, იდეის არსი იმაშია, რომ შეიცვალოს მაზუთი, რომელიც ტრადიციულად გამოიყენება ასფალტის დამზადებისას.

ამგვარად მიღებული ბიტუმის ფასი 0.56$-ია გალონზე (4.55 ლიტრი), რაც გაცილებით იაფი და ეკოლოგიურია ვიდრე მაზუთით მიღებული ბიტუმი, გარდა ამისა ფერმებში ამ ტიპის ნარჩენების პრობლემაც მოიხსნება.

ტექნოლოგიის ავტორებმა ჩამოაყალიბეს კომპანია Bio Adhesive Alliance Inc. ისინი ამტკიცებენ, რომ ახალი ტექნოლოგია არამარტო საიმედოა ვიდრე ტრადიციული გზის საფარი, არამედ მნიშვნელოვანია ეკოლოგიური და ეკონომიური თვალსაზრისითაც.

ჯერჯერობით ეკოლოგიურად სუფთა ასფალტი ტესტირებას გადის.

თქვენი რეკლამა