ზვიად ბობოქაშვილი: „მსოფლიოში აქტიურად იკიდებს ფეხს  ე.წ. ბრტყელი, ანუ  2D ბაღის სისტემა“

ბაღის

„მეხილეობის თანამედროვე განვითარების კონტექსტში, მსოფლიოში აქტიურად იკიდებს ფეხს  ე.წ. ბრტყელი, ანუ  2D ბაღის სისტემა, რომლის  ჯიშობრივ ჭრილში კვლევა-ადაპტირებასა და დახვეწაზე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მუშაობს“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეხილეობის კვლევის სამსახურის უფროსმა ზვიად ბობოქაშვილმა.

2D ბაღის კონცეფცია მსოფლიოში დაახლოებით 2015 წლიდან ვითარდება და ითვალისწინებს  თესლოვანი და კურკოვანი  ხეხილისთვის თვისებრივად ახალი,   კორდონული  მულტილიდერული ტიპის „ხილის კედლის“  ტიპის ფორმირებას. რომელიც ხასიათდება მთელი  რიგი უპირატესობებით:  ხე ფორმირდება  უფრო კომპაქტურად – 2.5 მეტრამდე, ბაღის პროდუქტიულობა იზრდება  20-30 %-ით, შემცირებულია მცენარეთა საჰექტარო რაოდენობა, გამარტივებულია მთელი რიგი  ისეთი შრომატევადი  აგროოპერაციების განხორციელება, როგორიცაა სხვლა-ფორმირება, დანორმება  და კრეფა, შესაძლებელია ადაპტირებული იყოს მცირე კონტურიანი ნაკვეთებისთვის, ასევე ქმნის აგრარული პრეცისიული  ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის  წინაპირობას და  ა.შ.

„ე.წ. ბრტყელი, ანუ  2D არის ბაღი, სადაც ოპერაციების შესრულება  ბევრად ეფექტიანია, მოსავალი მაღალი,  ხოლო ხილის კრეფა მარტივი და ტექნოლოგიურად ხელმისაწვდომი“, — აღნიშნა ზვიად ბობოქაშვილმა.

თქვენი რეკლამა