
უზბეკეთი ესტონეთის პორტების ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის გამოყენებას აპირებს, ამის შესახებ ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს (MIIT) პრესსამსახური იუწყება.
ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში მინისტრ ლაზიზ კუდრატოვსა და უზბეკეთის რესპუბლიკაში ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იააპ ორას შორის შეხვედრა გაიმართა, რომელიც მიეძღვნა არსებული მდგომარეობისა და ორ ქვეყანას შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივების განხილვას.
აზრთა კონსტრუქციულმა გაცვლამ, შესაძლებელი გახადა ორმხრივი ვაჭრობის ფარგლებში, საქონლის მოცულობისა და ასორტიმენტის გაზრდის ახალი შესაძლებლობების გამოვლენა. 2024 წელს სავაჭრო ბრუნვამ თითქმის 150 მილიონი დოლარი შეადგინა, 20%-იანი ზრდით.
ერთიანი პოზიცია გამოითქვა სავაჭრო ბრუნვის გაზრდის მიზნით დამატებითი ღონისძიებების გატარების საკითხთებთან დაკავშირებით. საუბარია ტალინის, მუუგას, პარნუსა და სილამაეს პორტების გამოყენებაზე, უზბეკეთის პროდუქტების ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპის ბაზრებზე ექსპორტის მარშრუტების დივერსიფიკაციის მიზნით.
ანალოგიურად განიხილეს შემდგომი ერთობლივი ნაბიჯები საინვესტიციო პარტნიორობისა და სამრეწველო თანამშრომლობის გაფართოებისთვის. უზბეკეთში ესტონური კაპიტალით 31 საწარმო ფუნქციონირებს. შეთანხმებულია ორი ქვეყნის ბიზნესწრეების ჩართვა ახალი პროექტების განხორციელებაში: მწვანე ენერგიის, IT ტექნოლოგიების, წყლის მართვის, ფარმაცევტული წარმოების, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროებში.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს სრული მზადყოფნა, თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ორმხრივი ურთიერთობის ყველა განხილულ სფეროში და 2025 წლისთვის ერთობლივი ღონისძიებების განრიგზე შეთანხმდნენ.