უკრაინამ აშშ-სთვის ორგანული ფეტვის მიწოდება დაიწყო

ორგანული, ფეტვი

უკრაინამ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ორგანული ფეტვის მიწოდება დაიწყო. ამის შესახებ Organic Standard-მა 15 ივლისს განაცხადა.

„ორგანული ფეტვი უკრაინიდან უკვე მიემართება მომხმარებლებისკენ შეერთებულ შტატებში. პროდუქცია სერტიფიცირებულია COR (კანადის ორგანული რეჟიმი) სტანდარტის შესაბამისად, მაგრამ აშშ-ში იმპორტის სერტიფიკატი გაიცა INTEGRITY ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რომელიც ადასტურებს კანადისა და აშშ-ს სტანდარტების ორგანული მოთხოვნების ეკვივალენტობას“, – ნათქვამია შეტყობინებაში.

ასეთი გადაზიდვები, როგორც ხაზგასმით აღინიშნა, პრაქტიკულად ასახავს „როგორ შეიძლება COR სტანდარტის შესაბამისი ერთი სერტიფიკატი, იმ ეკვივალენტობის გათვალისწინებით, რომელიც ორგანულ სტანდარტს უზრუნველყოფს, შეიძლება მოიცავდეს ერთდროულად ორ დიდ ბაზარს – აშშ და კანადა“.

წყარო: apk-inform.com

თქვენი რეკლამა