
უკრაინა აინიცირებს ჩინეთის ბაზრის გახსნას: ხორბლის, სოიოს შროტის, ღორის ხორცისა და კვერცხისთვის.
უკრაინის სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა დაცვის სახელმწიფო სამსახურისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საბაჟოს გენერალური ადმინისტრაციის სპეციალისტებმა, ჩინეთში უკრაინის საელჩოს მონაწილეობით ონლაინ შეხვედრა გამართეს, რომლის დროსაც განიხილეს ჩინეთში უკრაინული მცენარეული და ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტისთვის ბაზრების გახსნის საკითხები.
ამის შესახებ უკრაინული უწყების პრესსამსახურმა განაცხადა.
შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს, თანამშრომლობის მიმდინარე მდგომარეობა, უკრაინული მცენარეული და ცხოველური წარმოშობის პროდუქციის, ჩინეთში ექსპორტისთვის ბაზრების გახსნის საკითხებში.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხორბლის ფქვილის, ფრინველის ხორცისა და შინაური ცხოველების საკვების ვეტერინარული, სანიტარული და ფიტოსანიტარიული მოთხოვნების ჰარმონიზაციას, რაც ამ პროდუქტების ჩინეთის ბაზარზე წვდომის მთავარი პირობაა.
მხარეებმა ასევე განიხილეს, ველური ბუნების წყლის ბიორესურსების ექსპორტისთვის, ჩინეთის ბაზრის გახსნის შესახებ ადრე ხელმოწერილი შეთანხმების დებულებების რეალიზაციის მდგომარეობა.
გარდა ამისა, უკრაინელი მწარმოებლების მოთხოვნით, სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა დაცვის სახელმწიფო სამსახურმა, დაიწყო ჩინეთის ბაზრის გახსნა ისეთი საქონლისთვის, როგორიცაა ხორბალი, სოიოს შროტი, ღორის ხორცი, კვერცხი და კვერცხის პროდუქტები.
შეხვედრამ დაადასტურა თანამშრომლობის გაფართოების ორმხრივი ინტერესი. სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა დაცვის სახელმწიფო სამსახური დიდად აფასებს ჩინელ პარტნიორებთან კონსტრუქციულ დიალოგს, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის და ხელს უწყობს უკრაინის სოფლის მეურნეობის ექსპორტის ზრდას.