უკრაინაში ტრიუფელის პირველი ფერმა გაიხსნება

სოკო

უკრაინაში, ხარკოვის რეგიონალური ლანდშაფტური ბაღის ტერიტორიაზე, ტრიუფელის პირველი ფერმა გაიხსნება.

ხარკოვში ამ ძვირადღირებული სოკოს წარმოებას, ბორდოს უძველესი ტრიუფელის ფერმის მფლობელი, ედუარდ ენო გეგმავს. მისი თქმით, ეს ტერიტორია დელიკატესის საწარმოებლად ყველა აუცილებელ პირობას აკმაყოფილებს.

„ჩვენ გამოვიკვლიეთ ნიადაგი – მისი შემადგენლობა მისაღებია, ტყეში არის ადგილები საჭირო განათებით და ტენიანობით. პირველი მოსავლის მიღება 5-6 წელიწადში იქნება შესაძლებელი. ტრიუფელის მოშენება, გრძელვადიანი პროექტია, რომელიც მოთმინებას და შრომისმოყვარეობას მოითხოვს, მაგრამ ეს ამად ღირს“-განაცხადა ედუარდ ენომ.

დროთა განმავლობაში, ლანდშაფტური ბაღის ტერიტორიაზე გაკეთდება სკოლაც, სადაც მსურველებს ტრიუფელის მოყვანას შეასწავლიან.

თქვენი რეკლამა