ჩანდლერის კაკლის ბაღის გაშენების ხარჯები და შემოსავლები

ჩანდლერი

ჩანდლერის კაკლის პოპულარობა საქართველოში ყოველდღიურად კიდევ უფრო იზრდება. კონსერვატული მოგების გათვალისწინებითა და საფასო ვარაუდებზე დაყრდნობით ჩანდლერის კაკალი წარმოადგენს სოლიდურ საინვესტიციო შემთხვევას.

მოკრძალებული დაშვებით, რომელიც წარმოადგენს 25 კილოგრამის ოდენობით მიღებულ მოსავალს თითო ხეზე, იმ პირობებში როდესაც 1 კილოგრამის კაკლის ფასი 6 ლარია (გამშრალი, ნაჭუჭით), მეოთხე წელს მიღებული მოსავალი სრულად გაისტუმრებს დანახარჯს (ანუ ნულოვან მოგებაზე გავა), ხოლო მეხუთე წლიდან ფერმერი მოგებაზე იმუშავებს.

ჩანდლერის კაკლის ნერგების ფასი იზრდება, როგორც ადგილობრივად ისე საერთაშორისო ბაზარზე. საექსპორტო პოტენციალი კვლავ განსაკუთრებულია, რაც კიდევ უფრო გააძლიერა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმებამებამ.

ჩანდლერის ჯიშის ხე რეზისტენტულია დაავადებებისა და მავნებლების მიმართ, მაგრამ მგრძნობიარეა მაღალი გრუნტის წყლების, მაღალი ტენიანობის, ქარისა და ყინვის მიმართ. დღესდღეობით, ჩანდლერის ჯიშის კაკლის მყნობისას საძირედ გამოიყენება ჯუგლანს რეგია.

დარგვის დროს უნდა შეირჩეს მინიმუმ 80 სმ-ის სიმაღლის 2 წლიანი ნამყენები. ინტენსიური ბაღის გაშენებისას ხეებს შორის დაშორებაა (კვების არე) 6X6, ამ შემთხვევაში ერთ ჰექტარზე დაირგვება 277 ნერგი. დარგული ბაღის მინიმალური სიცოცხლის ხანგრძლივობა 35 წელია.

ნერგის ხარისხს პლანტაციის გაშენებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. საქართველოსა და სხვა ქვეყნებში არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც მყნობის შედეგად ნერგები არ აღმოჩნდა ჩანდლერის ჯიშის, რამაც გამოიწვია კაკლის ხარისხის მნიშვნელოვანი კლება.

გამომდინარე აქედან პლანტაციის გაშენებამდე დარწმუნდით, რომ ნერგები შეესაბამება სტანდარტებს. მაგალითისთვის, კომპანია ტრაქტორი ნერგების ხარისხს ამოწმებს შემდეგი აქტივობების მეშვეობით:

  • მომწოდებლისა და მისი კლიენტების ნარგავების ადგილობრივი ინსპექცია;
  • ნერგების დეენემის ტესტირება კალიფორნიის დევისის უნივერსიტეტში;
  • ხარისხის დამოწმება და კონტროლი მომწოდებლის კლიენტებთან როგორებიცაა: ესპანეთი,იტალია,საბერძნეთი და ბულგარეთი.

ჩანდლერის დარგვის სეზონი ნოემბერ-დეკემბერშია. ნერგების შეძენა კი უკვე უნდა დაიწყოთ. ტრაქტორი გთავაზობთ ნერგების წინასწარ შეკვეთას, სრული თანხის დაფარვას კი მოგვიანებით.ან დაუკავშირდით ცხელ ხაზზე: 032 2 500 605

სტატია მოგვაწოდა კომპანიამ ტრაქტორი
დამატებითი კითხვებისთვის დაუკავშირდით:

ცხელ ხაზი: 032 2 500 605
ფეისბუქის გვერდი: https://www.facebook.com/traktorapp/

*რედაქციას არ აქვს კავშირი, აღნიშნულ სტატიასთან, ისარგებლეთ მითითებული კონტაქტებით.

განცხადება მოძველებულია.

თქვენი რეკლამა