სამეგრელოში სანერგეების კვალიფიციურობის დადგენის პროცესი მიმდინარეობს

სანერგეები

საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სტანდარტებისა და სერტიფიცირების სამსახურის წარმომადგენლებმა სამეგრელოს რეგიონში სანერგეები დაათვალიერეს.

კვალიფიციურობის დადგენის შემდეგ, სანერგე მეურნეობა სერტიფიცირების პროცესში შეძლებს ჩართვას, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევთი ცენტრი უფასოდ ახორციელებს.

კვალიფიციურობის დადგენის პროცესში ჩართვის სურვილის შემთხვევაში, სანერგე მეურნეობამ სტანდარტებისა და სერტიფიცირების სამსახურში უნდა გააკეთოს განაცხადი, რის საფუძველზეც სპეციალისტები საველე ინსპექტირებას ჩაატარებენ.

ლაბორატორიული ანალიზებისა (ვირუსი, ნიადაგი)  და საველე ინსპექტირების შედეგებზე დაყრდნობით, გაიცემა სარგავი მასალის ჯიშობრივი ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

სარგავი მასალების სერტიფიცირების პროცესს „სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ კანონი არეგულირებს, რომელიც სოფლის მეურნეობის სამეცნერიო-კვლევითი ცენტრის მიერ მომზადდა და ძალაში 2017 წლის 1 ივნისს შევიდა.

თქვენი რეკლამა