საქართველოდან ექსპორტირებულია 63.3 მლნ აშშ დოლარის მოცვი

ლურჯი, მოცვი, შემოსავალი

2026 წლის 1 მაისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებულია 63.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 9.9 ათასი ტონა მოცვი.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოცვის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაზრდილია. კერძოდ, ექსპორტირებული მოცვის რაოდენობა 55%-ით (3.5 ათასი ტონა), ხოლო ღირებულება 47%-ით (20.3 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.

აღნიშნულ პერიოდში 1 კგ მოცვის საშუალო საექსპორტო ფასი 6.4 $-ია.

2026 წელს გაფართოვდა მოცვის საექსპორტო ბაზრების არეალი – ექსპორტი განხორციელდა  17 ქვეყანაში. მოცვის ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია რუსეთი (9 010 ტონა), ევროკავშირი (498 ტონა), სომხეთი (192 ტონა), თურქეთი (102 ტონა), არაბთა გაერთიანებული საამიროები (70 ტონა) და სხვა.

მოცვი – დარგვა, მოვლა, ბაღის გაშენება, ჯიშები

თქვენი რეკლამა