ექსპორტირებული მოცვის ღირებულება $15.7 მილიონით გაიზარდა

ლურჯი, მოცვი, შემოსავალი

მოცვის მოსავლის აღება დასრულებულია – 2025 წლის 1 მაისიდან 27 ივლისის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებულია 42.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 6.3 ათასი ტონა მოცვი.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მოცვის რაოდენობა 39%-ით (1.8 ათასი ტონით), ხოლო ღირებულება 59%-ით (15.7 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა.

აღნიშნულ პერიოდში 1 კგ მოცვის საშუალო საექსპორტო ფასი 6.7 $-ია, რაც 15%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

მოცვის საექსპორტო ქვეყნებია: რუსეთი (5 948 ტონა), პოლონეთი (86 ტონა), სომხეთი (74 ტონა), გერმანია (68 ტონა), არაბთა გაერთიანებული საამიროები (67 ტონა), ნიდერლანდები (63 ტონა), ინდოეთი (5.8 ტონა) და კატარი (0.9 ტონა).

იხილეთ: მოცვის წარმოების აგროტექნოლოგია

თქვენი რეკლამა