2026 წლის იანვარი – ოქტომბრის პერიოდში, საქართველოდან ექსპორტირებულია 27.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 17.8 ათასი ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენები.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ხილისა და ბოსტნეულის წვენების რაოდენობა 50%-ით (6.0 ათასი ტონა), ხოლო ღირებულება 51%-ით (9.4 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.
2026 წლის იანვარი – ოქტომბრის პერიოდში, ექსპორტი 48 ქვეყანაში განხორციელდა, ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: აშშ (23%), ავსტრალია (19%), რუსეთი (19%), ევროკავშირის ქვეყნები (14%), ისრაელი (7%) და სხვა.

