2026 წლის იანვარი-ივნისში, საქართველოდან ექსპორტირებულია 11.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 14.7 ათასი ტონა ვაშლი.
წინა წლის იანვარ-ივნისის პერიოდთან შედარებით ექსპორტის ღირებულება გაზრდილია 67%-ით (4.5 მლნ აშშ დოლარით), რაოდენობა გაზრდილია 37%-ით (4.0 ათასი ტონით).
აღსანიშნავია 2025-2026 მარკეტინგული წლის ჯამური ექსპორტის მაჩვენებელი. 2025 წლის აგვისტოდან 2026 წლის ივნისის ჩათვლით ექსპორტირებული ვაშლის რაოდენობამ 24 ათას ტონას გადააჭარბა, ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მიმდინარე მარკეტინგულ წელს ექსპორტირებული ვაშლის ღირებულებამ 18.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველოდან ვაშლის ძირითადი საექსპორტო ქვეყანა რუსეთია, სადაც მთლიანი ექსპორტის 95%-ზე მეტი გადის.
ვაშლი – დარგვა, მოვლა-მოყვანა და ჯიშები

