ბორჯომის რაიონში პროექტის – „მდგრადი განვითარება და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობა” ფარგლებში, გაიმართა ხეების დარგვის აქცია.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, გაეროს განვითრების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ შომბი შარპმა, ეკო კლუბელებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.
პროექტი, ფინეთის მთავრობის დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამის მიერ 2010 წლიდან ხორციელდება და 2008 წელს რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ხანძრით განადგურებული ტყის მასივის აღდგენას ითვალისწინებს. 2008 წელს ხანძრის შედეგად ბორჯომის ხეობაში 950-მდე ჰა ფართობი დაზიანდა, აქედან სრულად განადგურდა 250 ჰექტარი.
სულ პროექტის ფარგლებში 80 ჰექტარზე დაირგო 120 ათასზე მეტი მუხის, ფიჭვისა და ნაძვის ნერგი. 60 ჰექტარზე სამუშაოები ჩატარდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, ფინეთის მთავრობისა და გაეროს განვითრების პროგრამის მხარდაჭერით, ხოლო 20 ჰექტარზე – ავსტრიის მთავრობის დახმარებით.
აქციის დღეს გაიხსნა საცდელი სასკოლო სანერგე, რომელიც ნორჩი მეტყევეების განათლებას ემსახურება და ნერგებით ამარაგებს ტყის აღდგენით სამუშაოებს.
აქციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს ფერმერთა ასოციაციის და საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალის https://agrokavkaz.ge/ -ის წარმომადგენლებმა.