როგორია მწვანე პარასკევი „აგროსფეროში“ და რის შეძენას შეძლებთ თითქმის განახევრებულ ფასად? – ინტერვიუ ვიქტორ ლობჟანიძესთან

აგროსფეროში

დღეს, 24 ნოემბერს ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „აგროსფეროში“ მწვანე პარასკევი დაიწყო. ფასდაკლებაა მის თითქმის სრულ ასორტიმენტზე, ბევრ პროდუქტზე კი ფასები თითქმის განახევრებულია.

რა შეთავაზებები აქვს მწვანე პარასკევის ფარგლებში კომპანიას ფერმერებისთვის და როდემდე გაგრძელდება აქცია? – ამ და სხვა კითხვებით „აგროფეროს“ მარკეტინგის მენეჯერს, ვიქტორ ლობჟანიძეს მივმართეთ.

რას სთავაზობთ მომხმარებლებს მწვანე პარასკევს და როდემდე გასტანს აქცია?

აგროსფეროში

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი დარგიდან გამომდინარე შავ პარასკევს, „აგროსფეროში“ მწვანე პარასკევის სახელით მოვიხსენიებთ. ეს არის აქცია, რომელიც გრანდიოზულ და უპრეცედენტო ფასდაკლებას სთავაზობს მომხმარებლებს – ბევრ პროდუქტზე, ფაქტობრივად, სალიკვიდაციო ფასებიც კი გვექნება.

მწვანე პარასკევს გერმანული მწარმოებლის CLAAS-ის ინოვაციურ ტრაქტორებს 96 500 ლარი აკლდება. რამდენიმე ათას ლარს დაზოგავენ მომხმარებლები იტალიური და ჩინური ტრაქტორების შეძენის შემთხვევაშიც. გარდა ამისა, ძალიან დიდი ფასდაკლებებია ღვინის საწარმო ინვენტარზე, სათესლე მასალებზე, სამუშაო იარაღებზე, ხელსაწყოებსა და სხვა მრავალ პროდუქტზე.

მწვანე პარასკევი ჩვენთან 24 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ანუ თვის ბოლომდე გაგრძელდება. ასე რომ, ვურჩევ ფერმერებსა და აგრომეურნეობით დაინტერესებულ პირებს, არ გაუშვან ეს შეთავაზება ხელიდან და გვესტუმრონ მაღაზიათა ქსელში ან ჩვენს ონლაინ პლატფორმაზე.

რომელ რეგიონებშია „აგროსფეროს“ მაღაზიები წარმოდგენილი?

„აგროსფეროს“ ფილიალები განთავსებულია თბილისში, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში. შიდა ქართლსა და დასავლეთ საქართველოში კი ჩვენი პროდუქცია პარტნიორ მაღაზიებშია წარმოდგენილი. გარდა ამისა, მომხმარებლებს შეუძლიათ ესტუმრონ „აგროსფეროს“ ონლაინ პლატფორმას და ისარგებლონ საკურიერო მომსახურებით მთელი საქართველოს მასშტაბით.

აქვე გავიხსენოთ თქვენი წინა კამპანია – „მზადება დიდი შემოდგომისთვის“. რას ემსახურებოდა ის?

ამ კამპანიის მიზანი აგრომეურნეობით დაინტერესებული ადამიანებისთვის იმ თანამედროვე და ინოვაციური პროდუქციის გაცნობა იყო, რომლის გარეშეც დღეს სოფლის მეურნეობა წარმოუდგენელია. დასახული მიზნების მიღწევა და სასურველი მოსავლის მიღება მხოლოდ მათი გამოყენებითაა შესაძლებელია. ასევე, გვსურდა, საზოგადოებისთვის გაგვეცნო ფერმერები, რომლებიც სწორედ ამგვარ პროდუქციას იყენებენ, ნერგავენ თანამედროვე მიდგომებს და შედეგად, ხარისხიან და უხვ მოსავალს იღებენ.

„აგროსფეროს“ ერთ-ერთი მიზანი აგროგანათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაცაა. რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი?

დღეს კიდევ უფრო სწრაფად იცვლება კლიმატი, ჩნდება ახალი გამოწვევები, შესაბამისად, საჭიროა ადაპტაცია და ახალი მიდგომების დანერგვა. ამასთან ერთად, ბაზარზე ჩნდება ტექნოლოგიები, რომლებიც შრომასაც ამსუბუქებს და უკეთესი პროდუქტის მოყვანაშიც ეხმარება ფერმერს. ამიტომ სასურველი შედეგების მიღება შეუძლებელია, თუ ამ ინფორმაციაზე ხელი არ მიგიწვდება. „აგროსფეროსთვის“ მნიშვნელოვანია ფერმერებს არა მხოლოდ თანამედროვე პროდუქტები წარვუდგინოთ, არამედ დავეხმაროთ მათ ფეხი აუწყონ ამ ცვლილებებს. ეს კი არა მხოლოდ ფერმერს ეხმარება მოიყვანოს ხარისხიანი და უხვი მოსავალი, არამედ აისახება თითოეული ჩვენგანის რაციონზე.

იხილეთ „აგროსფეროს“ FB-ზე: „აგროსფეროში“ მწვანე პარასკევი დაიწყო!

თქვენი რეკლამა